„M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13.01.595
სარეგისტრაციო კოდი
300060000.37.101.016187
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №13.01.595

2014 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27.11.2013წ., 300060000.37.101.016170)  და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. თბილისის  ადმინისტრაციულ  საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებმა: შპს „თბილ ლაინ“-მა, შპს „კაპიტალ გრუპ-„მა, შპს „თბილ ქარ“-მა და შპს „ფაბლიქ ქარ“-მა,  მათ მიერ სანებართვო პირობების შესასრულებლად განკუთვნილი და გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებებით აღჭურვილი, M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთჯერადი მგზავრობის ფასის გათვალისწინებით, შეღავათიანი  (ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს 4 მგზავრობის უფლებით), 50%-იანი ფასდაკლებით (გარდა ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 65 თეთრიანი მგზავრობის ფასისა, ამ შემთხვევაში ნებართვების მფლობელებს შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ფასი აუნაზღაურდეთ 33 თეთრის ოდენობით)  უზრუნველყონ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეების მგზავრობა:

ა) დედაქალაქში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

ბ) დედაქალაქში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავები, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედებების ზონაში;

გ) დედაქალაქში რეგისტრირებული სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

დ)   დედაქალაქში რეგისტრირებული  სამხედრო ძალების ვეტერანები;

ე) დედაქალაქში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტეროტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახის წევრები;

ვ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები“. 

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.05.2014.
როდის იქნა მიღებული „M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №13.01.595. სარეგისტრაციო კოდი — 300060000.37.101.016187.
რამდენი მუხლისგან შედგება „M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.05.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №13.01.595, 15.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 300060000.37.101.016187 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2347145/