ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.05.2014
ძალაში შესვლა 23.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №56/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016791
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 258 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.05.2014 მიღება
23.06.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №56/ნ 2014 წლის 23 მაისი ქ. თბილისი ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  - ატესტატის ფორმა №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  საბაზო ზოგადი  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის ფორმა №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - სერტიფიკატის ფორმა №3 დანართის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დუბლიკატის ფორმა №4 დანართის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს სახელობო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - სერტიფიკატის დუბლიკატის ფორმა №5 დანართის შესაბამისად. მუხლი 6🔗 წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით დამტკიცებული სახელმწიფო დოკუმენტების ფორმები წარმოადგენს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მეორე კატეგორიის დაცულ ფორმას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ბრძანების №6 დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მუხლი 7🔗 წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას, პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებასა და გამოყენების კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. მუხლი 8🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანება. მუხლი 9🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 23 ივნისიდან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე