განჩინება შპს „გაზმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5343-10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/5243-10

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2014წლის 14 აპრილი

 

ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლებესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „გაზმშენის” (ს/კ 206037215) მიმართ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „გაზმშენის” დირექტორმა ტრისტან კაპანაძემ და ითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: მომრიგებელი საბჭოს შექმნა და რეაბილიტაციის გეგმის მომზადება. ამავე საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის განცხადება იქნა წარდგენილი გაკოტრების მმართველის – თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე, 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად, გაკოტრების მმართველის მიერ დასახელებულ საკითხთა გადაწყვეტა ხდება კრედიტორთა კრებაზე. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 29-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს „გაზმშენის” (ს/კ206037215) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: მოვალის რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლის მიზანშეწონილობის გარკვევის მიზნით მომრიგებელი საბჭოს შექმნა.

2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2014 წლის 23 მაისი 10 (ათი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო მდებარე მისამართზე – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივნის მე-12 კილომეტრი, №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №23.

3. შპს „გაზმშენის“ გაკოტრების მმართველს – თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს კრედიტორებისათვის და მოვალისათვის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინებათა დაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნება. ხსენებულ ვებგვერდეზე განჩინება უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2014 წლის 25 აპრილისა. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.

4. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გაცნობიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

   მოსამართლე                                                         ბესიკ სისვაძე