,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№79
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016334
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №79

2014 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 



მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში (სსმ, 141, 01/11/2010, 100110000.22.038.016006) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა შემდეგნაირად:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს საქართველოს დედაქალაქის ქ. თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებისა;

1) აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო – განიხილავს თვითმმართველი ქალაქის რუსთავისა და  გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებისა;

ბ) დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებისა;

გ) არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებს.“

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი.“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ.“

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება.“.

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. საბჭოს შემადგენლობა ინიშნება ერთი წლის ვადით. საბჭოს რომელიმე წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრი ინიშნება საბჭოს შესაბამისი წევრის  უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.”.

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს:

ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის  პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი;

ბ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის  სასჯელით შეცვლის საკითხი.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები:

,,ე) ამზადებს კვარტალურ სტატისტიკას, რომელიც გამოსაქვეყნებლად გადაეცემა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

,,ვ) წარმოადგენს სამინისტროს, ადგილობრივ საბჭოებსა და მუდმივმოქმედ კომისიას სასამართლოში.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,11“ პუნქტი:

,,11. საბჭოს გადაწყვეტილებით, სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, შესაძლოა მოწვეულ იქნეს სპეციალური ცოდნის (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგი ან სხვა ვიწრო სპეციალიზაციის) მქონე პირი.“

6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას.

ბ) მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;“

გ) მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.“

7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების  მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილეობის უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს (მსჯავრდებულს, რომლის საქმეც იხილება, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების წარმომადგენელს, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა). საბჭოს გადაწყვეტილებით, სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, შესაძლოა მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარე და სპეციალური ცოდნის (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგი ან სხვა ვიწრო სპეციალიზაციის) მქონე პირი, თუმცა მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სხდომის ჩატარებას.“

8. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15. საბჭოს წევრის აცილება სხდომის გამართვის დროს

1. საბჭოს წევრი ვერ მიიღებს სხდომის ჩატარებაში მონაწილეობას, თუ მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულთან, მსჯავრდებულის დამცველთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან ან დაზარალებულთან. ასევე, თუ არის სხვა გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საბჭოს წევრის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

2. თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. თუ მას ეს არ განუცხადებია, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს აცილება.

3. სხდომის დაწყებამდე დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება აცილების შესახებ.

4. საბჭო აცილების საკითხს წყვეტს იმ საბჭოს წევრის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა, ხოლო თუ განიხილება საბჭოს თავმჯდომარის აცილების საკითხი, საბჭოს უხუცესი წევრის ხმა.

5. საბჭოს წევრის აცილების შემთხვევაში, საბჭო სხდომას ატარებს ამ წევრის გარეშე.

6. საბჭოს თავმჯდომარის აცილების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი გადაწყდება ამ დებულებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარება გადაიდება საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნამდე.

7. თუ აცილება მისცეს საბჭოს ორზე მეტ წევრს, მაშინ მსჯავრდებულის საქმე განსახილველად გადაეცემა სხვა საბჭოს, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, რაც ფორმდება ბრძანებით.“

9. ბრძანებით დამტკიცებული დებულების  მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სხდომაზე ზეპირი მოსმენის დროს საბჭო იხილავს: ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე მსჯავრდებულის მიმართ კრიტერიუმების შეფასებას, სხვა გარემოებებს, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს გადაწყვეტილების მისაღებად, მოუსმენს მსჯავრდებულს და სხდომაში მონაწილე პირებს. მიღებული ინფორმაციის საერთო ანალიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“

10. ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში.“.

11. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:

„მუხლი 231. დასკვნითი დებულება

სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების უფლებამონაცვლეობის საკითხი განისაზღვრება ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში.“.

მუხლი 2
1. ახალი შემადგენლობით, საბჭოების შეკრების ვადად განისაზღვრება არაუადრეს 2014 წლის 25 ივნისი და არაუგვიანეს 2014 წლის 5 ივლისი.

2. საბჭოების ახალი შემადგენლობით პირველი შეკრებისთანავე წყდება მოქმედი საბჭოების უფლებამოსილება.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


მინისტრისოზარ სუბარი