2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 19.05.2014
ძალის დაკარგვა 29.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №353
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017973
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 მაისის №353 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 25.06.2015
დოკუმენტის ტექსტი
2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №353
2014 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 14-15 მაისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შეიქმნას 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის (EBRD) მმართველი, კომისიის თავმჯდომარე;
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
მაია ფანჯიკიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი;
თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის წევრი;
შალვა ფიფია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი;
ელგუჯა ხოკრიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის წევრი;
ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი;
ალექსანდრე ჭიკაიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი;
თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის წევრი;
დავით სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი;
გურამ ოდიშარია - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი;
ალექსი პეტრიაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის წევრი;
ნინო კობახიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
თეიმურაზ მღებრიშვილი - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
დავით ლეჟავა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
ქეთევან ბოჭორიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
მუხლი 2🔗
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ალტერნატიულ მმართველს;
ბ) ქალაქ თბილისის მერს.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. კომისიის მიზანი და ამოცანები
2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის (შემდგომში - კომისია) მიზანია 2015 წელს, 14-15 მაისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზება.
მუხლი 2🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. კომისიის შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ სხვა პირებიც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
3. კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის შემადგენლობაში შემავალ პირს შეუძლია განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილება
დასახული მიზნების მისაღწევად კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) მიმართოს თხოვნით სახელმწიფო ორგანოებს, კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევის კუთხით;
გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა პირები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
მუხლი 4🔗. კომისიის სამდივნო
1. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო.
2. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზება
1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი.
2. კომისიის სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის მომხსენებელს, ხოლო სამუშაო ჯგუფი - თავისი შემადგენლობიდან სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ: კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე, კომისიის მომხსენებელსა და სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
8. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის ოქმის მწარმოებელი პირი. სხდომის ოქმი ეგზავნება კომისიის წევრებს და სამუშაო ჯგუფის წევრებს.