ნავთობის გადამუშავების ლიცენზიის, ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზიის, ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.05.2014
გამომცემი ორგანო ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
ნომერი №11/053
სარეგისტრაციო კოდი 300310000.25.017.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/05/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი | სააგენტოს უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ნავთობის გადამუშავების ლიცენზიის, ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზიის, ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირის -
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის
ბრძანება №11/053
2014 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
ნავთობის გადამუშავების ლიცენზიის, ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზიის, ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის, 255 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და საქართველოს ენერგეტიკისა მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანების მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.
დამტკიცდეს ნავთობის გადამუშავების ლიცენზიის, ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზიის, ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობების თანდართული ფორმები.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნავთობის გადამუშავების და ბუნებრივი გაზის დამუშავების საქმიანობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ'' ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №1/003 ბრძანება.
3.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი