საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2333
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 01/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2333

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხ­ლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო­მიკისა და მდგრადი განვითა­რების სამინისტროს, რომ ფიზიკურ პირ  ვალი ჯაფარლის (პირადი №28001027669) საკუთრებაში გადასცეს ქ. მარ­ნეულში, რუსთაველის ქ. №76-ში მდებარე 1770 კვ.მ არასასოფლო-სამე­ურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შე­ნობა-ნაგებობა (განაშენიანების ფართობი 593 კვ.მ) (მიწის (უძრავი ქონ­ე­ბის) საკადასტრო კოდი – №83.02.19.052) ფიზიკურ პირ ვალი ჯაფარლის სა­კუთრებაში არსებული, ქ. მარნეულში, რუსთაველის ქ. №1-ში მდებარე 444.48 კვ.მ ფართობისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასა­სო­ფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონე­ბის) საკადასტრო კოდი – №83.02.18.091.01.501) სახელმწიფო საკუთრე­ბა­ში გადაცემის სანაცვლოდ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნი­ს­­ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კა­ნო­ნ­­მდებ­­ლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური