„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 31 მარტი №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016261
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №39

2014 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 31 მარტის №17 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ ვებგვერდი, 040030000.22.026.016239, 03/04/2014 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.  მე-4 მუხლის:

 

ა) პირველი პუნქტის:

 

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იუნკერთა/მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა;‘‘;

 

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იუნკერის/მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;“;

 

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ქმნის იუნკერებისათვის/მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;“;

 

2.  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სასწავლო წლის დასაწყისში, ამტკიცებს სკოლებში მისაღებ იუნკერთა/მსმენელთა რაოდენობას;“;

 

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აკადემიის იუნკერების, მსმენელებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;“;

 

4.    მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რექტორი ახორციელებს „აკადემიის“ მოსამსახურეების (პერსონალი, იუნკერი, მსმენელი) ქვეყნის შიგნით მივლინებას და მოსამსახურეების (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას, სამხედრო მოსამსახურეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით წარუდგენს მინიტრს.“;

 

5.    მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე აკადემიის იუნკერები/მსმენელები.“;

 

6.    მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი V

აკადემიის იუნკერი/მსმენელი‘‘;

 

7.    31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 31. აკადემიის იუნკერი/მსმენელი

1. აკადემიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. აკადემიაში სტუდენტს ეწოდება იუნკერი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება - მოვალეობები.

2. აკადემიის იუნკერთან გაფორმებული კონტრაქტით შეიძლება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები, მათ შორის, უფლება აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, სკოლისა და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე, უფლება თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად ან ისარგებლოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა უფლებით.‘‘;

 

8. 32-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 32. აკადემიაში იუნკერთა ჩარიცხვის წესი‘‘;

 

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აკადემიაში ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე იუნკერის სტატუსის მოპოვების საფუძველია აკადემიის მიერ დადგენილი პროცედურებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლა და/ან კანონმდებლობით დადგენილი წესი.‘‘;

 

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. იუნკერის ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა აკადემიაში დადგენილი წესების დაცვით.‘‘

 

9. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 34. იუნკერის/მსმენელის უფლებები

იუნკერს/მსმენელს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევებში;

გ) ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ე) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;

ვ) იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.”;

 

10. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 35. იუნკერის/მსმენელის ვალდებულებები

იუნკერი/მსმენელი ვალდებულია:

ა) ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული საგნები;

ბ) დაემორჩილოს აკადემიის წესდებას, სადისციპლინო პასუხისმგებლობის ნორმებს, ეთიკის კოდექსს, სკოლის დებულებას, აკადემიის საბჭოების გადაწყვეტილებებს, რექტორის ბრძანებას და აკადემიის პერსონალის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მითითებებს;

გ) დადგენილ ვადებში ასრულებდეს სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის დავალებას;

დ) დაიცვას აკადემიის პრესტიჟი და გაუფრთხილდეს მის ქონებას;

ე) შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მასთან გაფორმებული კონტრაქტით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.”;

 

11. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 36. იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა

იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით.‘‘;

 

12. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 37. იუნკერის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

იუნკერის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა ხორციელდება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და სამინისტროსა და იუნკერს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014  წლის 27 მაისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი გეგეჭკორი