ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2599
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს პარლამენტისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის, საერთო სასამართლოებისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის და საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებები შემცირდეს 27 270 000 (ოცდაშვიდი მილიონ ორას სამოცდაათი ათასი) ლარით, დანართის შესაბამისად და აღნიშნული თანხით გაიზარდოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი.
2. იუსტიციის სახლების მშენებლობის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარი.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გამოყოფილი ასიგნებები გადაურიცხოს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (თითოეულს 15 000 000 ლარი) შესაბამის კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დანართი
| ორგ. კოდი | დასახელება | თანხა |
| 01 00 | საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები | -750,000.0 |
| 01 01 | საქართველოს პარლამენტი | -750,000.0 |
| 02 00 | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია | -1,703,000.0 |
| 02 01 | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია | -1,703,000.0 |
| 09 00 | საერთო სასამართლოები | -255,000.0 |
| 09 02 | საერთო სასამართლოები | -255,000.0 |
| 23 00 | საქართველოს ფინანსთა სამინისტრო | -1,100,000.0 |
| 23 02 11 01 | რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი (MCC) | -730,000.0 |
| 23 02 11 02 | ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტი (MCC) | -30,000.0 |
| 23 02 11 03 | საწარმოთა განვითარების პროექტი (MCC) | -160,000.0 |
| 23 02 11 04 | მონიტორინგი და შეფასება (MCC) | -50,000.0 |
| 23 02 11 05 | პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი (MCC) | -130,000.0 |
| 24 00 | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | -230,000.0 |
| 24 18 | სამინისტროს სისტემის ინსტიტუციონალური რეფორმირება | -230,000.0 |
| 25 00 | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | -2,785,000.0 |
| 25 04 02 01 | ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (გზების რეაბილიტაციის პროექტი – MCC) | -305,000.0 |
| 25 07 03 | ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი)(ADB) | -2,480,000.0 |
| 28 00 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო | -700,000.0 |
| 28 02 | საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები (წარმომადგენლობები) | -700,000.0 |
| 32 00 | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | -3,224,000.0 |
| 32 01 | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი | -183,000.0 |
| 32 03 | სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი | -10,000.0 |
| 32 04 01 | სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის აპარატი | -87,000.0 |
| 32 04 02 | სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის პროგრამები | -18,000.0 |
| 32 05 01 | სსიპ – ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის აპარატი | -2,000.0 |
| 32 09 01 | ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება | -700,000.0 |
| 32 11 01 | პროფესიული სწავლების ცენტრების დაფინანსება | -8,000.0 |
| 32 11 02 | პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა | -8,000.0 |
| 32 12 01 | უმაღლესი საგანმანათლებლო/კვლევითი პროგრამა | -400,000.0 |
| 32 12 02 | სახელმწიფო სასწავლო გრანტი | -1,000,000.0 |
| 32 13 01 02 | სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამები და გრანტები | -10,000.0 |
| 32 13 06 | ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროგრამები | -25,000.0 |
| 32 14 01 01 02 | პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „ირმის ნახტომი“ | -90,000.0 |
| 32 14 01 01 04 | პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეაბილიტაცია“ | -113,000.0 |
| 32 14 02 01 | ქართული ენის პროგრამა | -28,000.0 |
| 32 14 02 03 | ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა | -19,000.0 |
| 32 14 02 04 | ოკუპირებული რეგიონების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დახმარების პროგრამა | -10,000.0 |
| 32 14 04 02 | განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა – ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადები | -25,000.0 |
| 32 14 06 | სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზოგადი განათლების ხელშეწყობა | -6,000.0 |
| 32 14 11 | ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამა | -17,000.0 |
| 32 14 19 | მოსწავლეთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობის პროგრამა | -125,000.0 |
| 32 17 01 | საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტი – APL2 (WB) | -340,000.0 |
| 33 00 | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო | -366,000.0 |
| 33 03 | საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერის ღონისძიებები | -100,000.0 |
| 33 07 01 | სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო | -16,000.0 |
| 33 07 02 | კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა | -250,000.0 |
| 35 00 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | -8,979,000.0 |
| 35 01 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი | -733,000.0 |
| 35 04 01 | სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აპარატი | -21,000.0 |
| 35 04 02 | ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა | -4,000.0 |
| 35 10 | სოციალური დახმარებები | -209,000.0 |
| 35 11 | სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა | -876,000.0 |
| 35 12 01 | ჯანმრთელობის დაზღვევა | -256,000.0 |
| 35 12 02 01 | ფსიქიკური ჯანმრთელობა | -36,000.0 |
| 35 12 02 02 | ინფექციური დაავადებების მართვა | -88,000.0 |
| 35 12 02 04 | აივ-ინფექცია/შიდსი | -78,000.0 |
| 35 12 02 05 | დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა | -104,000.0 |
| 35 12 02 06 | ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვა | -77,000.0 |
| 35 12 02 08 | ნარკომანია | -55,000.0 |
| 35 12 02 09 | ანტირაბიული დახმარება | -24,000.0 |
| 35 12 02 11 | დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი | -541,000.0 |
| 35 12 02 13 | უსაფრთხო სისხლი | -14,000.0 |
| 35 12 02 14 | ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა | -76,000.0 |
| 35 12 02 15 | დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია | -915,000.0 |
| 35 12 02 16 | გულის ქირურგია | -358,000.0 |
| 35 12 0217 | ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა | -19,000.0 |
| 35 12 02 18 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | -4,000.0 |
| 35 12 02 19 | სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება | -1,070,000.0 |
| 35 12 02 22 | 3 წლამდე ას ა კის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება | -196,000.0 |
| 35 12 02 24 | ზოგადი ამბულატორიული მომსახურება | -50,000.0 |
| 35 12 02 26 | სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება | -82,000.0 |
| 35 12 02 27 02 | დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | -9,000.0 |
| 35 12 02 27 05 | ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | -82,000.0 |
| 35 12 02 27 06 | უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | -3,000.0 |
| 35 12 02 27 07 | ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა | -34,000.0 |
| 35 12 02 27 09 | მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა | -39,000.0 |
| 35 16 | მოსახლეობის ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერებით უზრუნველყოფა | -1,850,000.0 |
| 35 18 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა | -1,076,000.0 |
| 36 00 | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო | -1,054,000.0 |
| 36 01 | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატი | -144,000.0 |
| 36 05 06 | ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების ღონისძიება | -310,000.0 |
| 36 05 10 | მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებები | -600,000.0 |
| 37 00 | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო | -100,000.0 |
| 37 01 01 | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატი | -12,000.0 |
| 37 02 01 | სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს აპარატი | -21,700.0 |
| 37 02 02 | პროგრამა „სასურსათო პროდუქტების ლაბორატორიული კვლევა“ | -36,300.0 |
| 37 03 01 | სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ აპარატი | -10,000.0 |
| 37 03 05 | პროგრამა „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწ ყ ობის ღონისძიებები“ | -20,000.0 |
| 38 00 | საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო | -820,000.0 |
| 38 11 | სამინისტროს სისტემის ინსტიტუციონალური რეფორმირება | -368,000.0 |
| 38 12 03 | ბუნების დაცვის პროგრამა „სამხრეთი კავკასია – საქართველო-ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნა საქართველოში“ (KFW) | -400,000.0 |
| 38 12 05 | დაცული ტერიტორიების განვითარება (CPAF) | -52,000.0 |
| 50 00 | საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები | 22,066,000.0 |
| 50 01 | საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა | -3,620,000.0 |
| 50 02 | საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა | -24,000.0 |
| 50 07 | წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი | -500,000.0 |
| 50 08 | საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი | 27,270,000.0 |
| 50 10 | საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა | -70,000.0 |
| 50 12 | ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვა | -990,000.0 |