ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №845
2011 წლის 1 4 აპრილი
ქ. თბილისი
ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში _ კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
კახაბერ გულედანი – სსიპ – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
მამუკა ვაწაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
დავით იოსელიანი – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე
აბესალომ კეკელია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
2. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემუშავება და მათი დადგენის მიზნით საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების წარმოდგენა.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების შემმუშავებელი კომისიის შექმნა საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების შემუშავების მიზნით.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის № 1022 განკარგულება „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური