„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 19 ოქტომბრის №28 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2039
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №2039

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 19 ოქტომბრის № 28 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

1. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33‑ე მუხლის მე‑14 პუნქტის შესაბამისად , მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331  დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 19 ოქტომბრის №28 სხდომის გადაწყვეტილება პაციენტების სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისა და უკვე მიღებული დაფინანსების სერვისის მიმწოდებელ სხვა დაწესებულებებში გადამისამართების თაობაზე.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება „საქართველოს 2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილ ასიგნებ ათა ფარგლებში.

პრემიერ‑მინისტრი                                                                ნ. გილაური