საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2607
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ:
ა) შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმა (ს/ნ 205032702) „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე განცხადებით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს. შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს (ს/ნ 205032702) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე 2011 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება 63080.20 ლარის ოდენობით. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი განცხადებით ითხოვს 2011 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანების – 63080.20 (სამოცდასამი ათას ოთხმოცი ლარი და ოცი თეთრი) ლარის ჩამოწერას;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადამ (ს/ნ 218077480) „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე განცხადებით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს. საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას (ს/ნ 218077480) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე 2011 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება 50949 ლარის ოდენობით. საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადა განცხადებით ითხოვს 2011 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანების – 50949 (ორმოცდაათი ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ლარის ჩამოწერას;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითმა ბრიგადამ (ს/ნ 206192449) „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე განცხადებით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეით ბრიგადას (ს/ნ 206192449) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე 2011 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება 168677.38 ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითი ბრიგადა განცხადებით ითხოვს 2011 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანების – 168677.38 (ას სამოცდარვა ათას ექვსას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ჩამოწერას;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა (ს/ნ 204563668) „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე განცხადებით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს (ს/ნ 204563668) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე 2011 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება 99.57 ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებით ითხოვს 2011 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანების – 99.57 (ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის ჩამოწერას;
ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალებმა (ს/ნ 226560593) „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე განცხადებით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალებს (ს/ნ 226560593) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე 2011 წლის 8 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება 11622.51 ლარის ოდენობით. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალები განცხადებით ითხოვს 2011 წლის 8 ნოემბრის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანების – 11622.51 (თერთმეტი ათას ექვსას ოცდაორი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ჩამოწერას.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის 11 ნაწილისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად:
ა) შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს (ს/ნ 205032702) ჩამოეწეროს 2011 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანება 63080.20 (სამოცდასამი ათას ოთხმოცი ლარი და ოცი თეთრი) ლარის ოდენობით, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადი – 60545.21 ლარი, სოციალური გადასახადი – 2534.99 ლარი;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას (ს/ნ 218077480) ჩამოეწეროს 2011 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანება – 50949 (ორმოცდაათი ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ლარის ოდენობით;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეით ბრიგადას (ს/ნ 206192449) ჩამოეწეროს 2011 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანება 168677.38 (ას სამოცდარვა ათას ექვსას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადი – 149045.12 ლარი, სოციალური გადასახადი – 19632.26 ლარი;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს (ს/ნ 204563668) ჩამოეწეროს 2011 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით სხვა ჯარიმების ნაწილში რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანება 99.57 (ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;
ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალებს (ს/ნ 226560593) ჩამოეწეროს 2011 წლის 8 ნოემბრის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანება – 11622.51 (თერთმეტი ათას ექვსას ოცდაორი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადი – 11546.70 ლარი, სოციალური გადასახადი – 75.81ლარი.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ამ განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისათვის (ს/ნ 205032702), საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადისათვის (ს/ნ 218077480), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითი ბრიგადისათვის (ს/ნ 206192449), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა (ს/ნ 204563668) და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის (ს/ნ 226560593) პირადი აღრიცხვის ბარათებზე შესაბამისი თანხების შემცირება.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური