საქართველოში მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№907
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №907

2011 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოში მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 11 აპრილის №2840-Iს დადგენილებით რატიფიცირებული ,,მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“სტოკჰოლმის კონვენციის მე-7 მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ს“ქვეპუნქტის და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მდგრადი ორგანული დამბინძურებლების მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, სტოკჰოლმის კონვენციის მოთხოვნების შესრულებისა და ქიმიური უსაფრთხოების ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოში მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმა.

2. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ განახორციელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ტექნიკური და ფინანსური დახმარების მიღების მიზნით, რათა სტოკჰოლმის კონვენციის მოთხოვნების შესასრულებლად მიღწეულ იქნეს საქართველოში მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები, ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება.

3. საქართველოში მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა განახორციელონ ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები და ყოველწლიურად ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს.

4. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ განახორციელოს საქართველოში მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის კოორდინაცია.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური

 

 

 

საქართველოში მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმა

 

ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნები

1. ეროვნული სამოქმედო გეგმა (ესგ) სტრატეგიული დოკუმენტია და განსაზღვრულია 2011-2015 წლებისთვის. მისი მიზანია შეიმუშაოს და გააუმჯობესოს მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (მოდ) მართვის მაქსიმალურად ეფექტური სტრატეგია, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა მდგრადი პოლიტიკის განხორციელების მეშვეობით.

2. მოდ-ებთან მიმართებაში ეროვნული მიზნებია:

ა) შემუშავდეს და განხორციელდეს ინტეგრირებული საკანონმდებლო ჩარჩოები და ინსტიტუციური სიტემა. შემცირდეს და თავიდან იქნეს აცილებული მოდ-ების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე;

ბ) კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნეს მოდ-ებით დაბინძურების დეტალური ინვენტარიზაცია, შემცირება და გასუფთავება;

გ) მოდ-ების ახალი წყაროების შექმნის თავიდან ასაცილებლად შემუშავდეს და განხორციელდეს ეროვნული და გლობალური დონის ღონისძიებები.

 

ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები

მოდ-ების პრიორიტეტული საკითხები დადგინდა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით, UNITAR-ისა და UNDP/GEF-ის მოდ-ების პროექტის ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული საკითხები:

1. პესტიციდები (ვადაგასული პესტიციდების ნარჩენები).

2. პქბ (პოლიქლორირებული ბიფენილები).

3. ფურანები და დიოქსინები (თანაური პროდუქტები).

 

პრიორიტეტი №1 ამ სამუშაოს შედეგების შესაბამისად, სხვადასხვა კატეგორიის მოდ-ებს შორის პირველი პრიორიტეტი მიეკუთვნა ვადაგასულ მ ოდ-პესტიციდებს. მთლიანობაში პირველადი ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილია დაახლოებით 3057 ტონა ქიმიკატი, რომელთაგან, სავარაუდოდ, 2700 ტონა განთავსებულია იაღლუჯის პესტიციდების სამარხზე, ხოლო დანარჩენი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა გადანაწილებული ქიმიკატების საწყობებში. ამ საწყობებიდან აღებული სინჯების ლაბორატორიული ანალიზის შედეგების ექსტრაპოლაციით დადგინდა, რომ ვადაგასული პესტიციდების (სულ – 357 ტონა) დაახლოებით 60-65% მოდ-ების შემცველია. შესაძლებელია აღმოჩნდეს დაბინძურების დამატებითი კერები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება დამატებითი ინვენტარიზაციის ფარგლებში.

უნდა აღინიშნოს, რომ 2007-2009 წლებში სახელმწიფო და საერთაშორისო დაფინანსებით განხორციელდა ვადაგასული პესტიციდების შეგროვებისა და დროებით უსაფრთხო განთავსების ღონისძიებები. შედეგად შეგროვდა და იაღლუჯის სამარხში დროებით განთავსდა 214 ტონა ვადაგასული პესტიციდი, რომელთა უმეტესი ნაწილი მოდ-ების შემცველია. ასევე იაღლუჯის სამარხის სარკოფაგებში 70-იანი წლებიდან, სავარაუდოდ, განთავსებულია 250-300 ტონამდე მოდ-ების შემცველი პესტიციდი.

პრიორიტეტი №2 მეორე პრიორიტეტი მიენიჭა პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველ დანადგარებსა და ნარჩენებს. პირველადი ინვენტარიზაციის შედეგად შემოწმდა შესაბამისი დაწესებულებები, სადაც დაფიქსირდა, სავარაუდოდ, 5 000-ზე მეტი კონდენსატორი და 15 000-ზე მეტი ტრანსფორმატორი. კონდენსატორებისა და ტრანსფორმატორების გარკვეული რაოდენობის შესწავლის შედეგად დადასტურდა პქბ შემცველობა/დაბინძურება. უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა ქვეყნის მასშტაბით კონდენსატორებისა და ტრანსფორმატორების დამატებითი ინვენტარიზაციის ჩატარება, რათა ზუსტად განისაზღვროს პქბ შემცველი დამბინძურებელი ზეთების რაოდენობა (მოცულობა).

პრიორიტეტი №3 მესამე პრიორიტეტი მიენიჭა მოდ-ების შემცველ თანაურ პროდუქტებს, კერძოდ, დიოქსინ/ფურანების გამოფრქვევებს. 2004 წლის მონაცემების მიხედვით, დიოქსინ/ფურანების გამოფრქვევების 80% უკონტროლო წვის პროცესებით არის წარმოქმნილი (ნარჩენების უკონტროლო/სპონტანური წვა და ტყის ხანძრები), რომელთა უდიდესი ნაწილი ნაგავსაყრელებზე ნარჩენების უკონტროლო წვის შედეგია.

ზოგადი ხასიათის პრობლემების მიხედვით ქმედებები ასე გადანაწილდა:

ა) სათანადო კანონმდებლობის შემუშავება მოდ-ების შესახებ;

ბ) რისკების შეფასებისა და მართვის შესაძლებლობების ზრდა;

გ) მონიტორინგის სისტემის შემუშავება;

დ) საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ეფექტური პროგრამების შემუშავება.

 

მდგრადი ორგანული დამბინძურებლების მართვის გეგმა

 

მოდ-ების მართვის გეგმა შემუშავდა იდენტიფიცირებული პრიორიტეტების მიხედვით, კონსულტაციების რეჟიმში. გეგმა დაყოფილია მოკლე და საშუალოვადიან ღონისძიებებად. გეგმა შედგება მიზნების, ამოცანების, ღონისძიებების, მოსალოდნელი შედეგების, პასუხისმგებელი მხარეების, განხორციელების ვადების, დაახლოებითი ხარჯებისა და ფინანსების პოტენციური წყაროებისგან.

მოკლევადიანი სამუშაოები უნდა განხორციელდეს 2011-2013 წლებში. აღნიშნულ სამუშაოებს ძირითადად წარმოადგენს საკანონმდებლო ბაზისა და ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება, მოდ-ების შემცველი პესტიციდების განადგურება. ნაგავსაყრელებზე ნარჩენების უკონტროლო წვის პროცესების შეჩერება და სხვა შესაბამისი ღონისძიებები.

საშუალოვადიანი სამუშაოები განხორციელდება 2013-2015 წლებში, რაც მოიცავს მოდ-ების მართვას, კვლევას, განვითარებას, მონიტორინგს და სხვა შესაბამის ღონისძიებებს.


საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება და დაგეგმვა

 

ამოცანები

 

ღონისძიებებიM

 

მოსალოდნელი შედეგებიE

 

წამყვანი და პარტნიორი ორგანიზაციები

სავარაუდო ხარჯები

დაფინანსების შესაძლო წყაროები

დროის განრიგი

მოდ-ების სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია

სამინისტროთაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა

სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორციელება

გარემოს დაცვის სამინისტრო სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან ერთად

 

 

2011-2015

საკანონმდებლო ბაზის შემუშავება სტოკჰოლმის, ბაზელის და როტერდამის კონვენციების და ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად

არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე ახალი კანონმდებლობის შემუშავება ან არსებულის დახვეწა მოდ-ების საკითხების გათვალისწინებით

 

კანონაღსრულების საჭიროებების განსაზღვრა

იდენტიფიცირებულია საკანონმდებლო ბაზაში შესატანი ცვლილებები

 

გაუმჯობესებულია კანონმდებლობა და მასში ასახულია ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნები

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

ფინანსთა სამინისტრო

1.25 მლნ ევრო

ევროკავშირის დახმარება

 

,,თწინინგ~

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2011-2012

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტოკჰოლმის, ბაზელის და როტერდამის კონვენციებით რეგულირებადი ქიმიური ნივთიერებების მონაცემთა ბაზის შემუშავება-განახლება

არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე სტოკჰოლმის, ბაზელის და როტერდამის კონვენციებით რეგულირებადი ქიმიური ნივთიერებების ერთიანი მონაცემთა ბაზის შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

მონაცემთა ბაზა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს (IUPACდაCAS), ჰარმონიზირებული კოდების სისტემას (HS), რომლის მიხედვით გაუმჯობესდება სტოკჰოლმის, ბაზელის და როტერდამის კონვენციებით რეგულირებადი ქიმიური ნივთიერებების მართვა

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

ფინანსთა სამინისტრო

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

 

ნარჩენების მართვის კონცეფციის შემუშავება მოდ-ების გათვალისწინებით

ნარჩენების მართვის კონცეფციის შემუშავება ტექნიკური, ორგანიზაციული, გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და ფინანსური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით

შემუშავებულია ნარჩენების მართვის კონცეფცია

გარემოს დაცვის სამინისტრო

შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით

 

 

ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება

 

ამოცანები

 

ღონისძიებები

 

მოსალოდნელი შედეგები

 

წამყვანი და პარტნიორი ორგანიზაციები

სავარაუდო ხარჯები

( აშშ დოლარი)

დაფინანსების შესაძლო წყაროები

დროის განრიგი

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის საკითხებში ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის ინსტიტუციური ჩარჩოების განსაზღვრა და შესაძლებლობების გაძლიერება

ინსტიტუციური ჩარჩოები განსაზღვრულია და შესაძლებლობები გაძლიერებულია

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

350 000

GEF

 

ბილატერა-ლური დონორები

 

 

 

2011-2013

შესაბამისი სამინისტროების და სხვა უწყებების ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვასთან დაკავშირებული თანამშრომლების ტრენინგი

ტრენინგების და სემინარების ორგანიზება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით

თანამშრომლების კვალიფიკაცია ამაღლებულია

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

ფინანსთა სამინისტრო

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

სხვა შესაბამისი უწყებები

 

მოდ-პესტიციდების მართვა და ნარჩენების განადგურება

 

ამოცანები

 

ღონისძიებები

 

მოსალოდნელი შედეგები

 

წამყვანი და პარტნიორი ორგანიზაციები

სავარაუდო ხარჯები

( აშშ დოლარი)

დაფინანსების შესაძლო წყაროები

დროის განრიგი

მოდ-პესტიციდების ინვენტარიზაცია

(მეორე ფაზა)

მოდ-პესტიციდების ინვენტარიზაციის ჩატარებაFAO-ს და UNEP-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად

 

ინვენტარიზაციის მეორე ფაზა ჩატარებულია.

ანგარიში მოიცავს მოდ-პესტიციდებზე განახლებულ ინფორმაციას მათი რაოდენობის შესახებ

გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით

 

150 000

 

 

GEF

 

2011-2012

იაღლუჯის სამარხში არსებული მოდ-პესტიციდების ამოღება-შეფუთვა

პესტიციდების სამარხიდან ამოღების, შეფუთვის და დროებით უსაფრთხოდ განთავსების სამუშაოების შესრულება

სამარხიდან ამოღებულია და შეფუთულია მოდ-ების შემცველი პესტიციდები (მინიმუმ 200 ტონა)

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

1 მლნ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

400 000

 

 

GEF

 

ევროკავშირის დახმარება

 

 ბილატერა-ლური დონორები

 

 

 

 

 

 

 

 

GEF

 

ბილატერა-ლური დონორები

 

ევროკავშირის დახმარება

 

2011-2013

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2013-2015

 

 

 

 

ქვეყნის ტერიტორიაზე შეგროვებული და იაღლუჯის სამარხში განთავსებული მოდ-ის შემცველი პესტიციდების განადგურება

განხორციელდება მინიმუმ 200 ტონამდე პესტიციდების განადგურება (საქართველოში ცემენტის ქარხანაში, ექსპორტით სხვა ქვეყანაში და შესაბამის საწვავ ღუმელებში დაწვა ან სხვა მეთოდის გამოყენება)

 

მინიმუმ 200 ტონამდე პესტიციდი განადგურებულია

 

 

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

იაღლუჯის სამარხის მდგომარეობის გაუმჯობესება

სამარხზე არსებული მდგომარეობის შესწავლა/შეფასება

 

შემოღობვა

 

სადრენაჟო სისტემის მოწყობა

 

ღია ადგილების მიწის ფენით დაფარვა

 

იაღლუჯის სამარხის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულია

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

 

პოლიქლორირებული ბიფენილები

 

ამოცანები

 

ღონისძიებები

 

მოსალოდნელი შედეგები

 

წამყვანი და პარტნიორი ორგანიზაციები

სავარაუდო ხარჯები

 

დაფინანსების შესაძლო წყაროები

დროის განრიგი

პქბ-ების ინვენტარიზაცია

(მეორე ფაზა)

ქვეყნის მასშტაბით პქბ-ის შემცველი დანადგარების ინვენტარიზაციის ჩატარება

 

 

პქბ-ის შემცველი ზეთების რაოდენობისა და პქბ-ით დაბინძურებული დანადგარების ინვენტარიზაცია დასრულებულია და მონაცემთა ბაზა შემუშავებულია

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

 

200 000 აშშ დოლარი

 

GEF

 

დონორები

 

2012-2013

პქბ-ის შემცველი დანადგარების შეგროვებისა და განადგურების საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების შესწავლა/განსაზღვრა

პქბ-ის შემცველი ზეთების და დანადგარების შეგროვებისა და განადგურების ღონისძიებების შემუშავება ფინანსური ინსტრუმენტების გათვალისწინებით

შესწავლილია და განსაზღვრულია პქბ-ების შეგროვებასა და განადგურებასთან დაკავშირებული ხარჯები

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

 

შესაბამისი კერძო სექტორი

50 000 აშშ დოლარი

 

 

UNDP/GEF

2013-2015

პქბ-ის შემცველი ზეთების განადგურების სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება

დროებითი საწყობის მოწყობა

 

პქბ-ის განადგურებისათვის შესაბამისი ჯგუფების შექმნა და ადგილზე ტრენინგების ჩატარება

 

100 ტონა პქბ-ის შემცველი ზეთების შეგროვება, განთავსება და განადგურება

 

პქბ-ის განადგურებისთვის საჭირო პირობები შექმნილია და 100 ტონა პქბ განადგურებულია

 

მიღებული და შეძენილია გამოცდილება ქვეყნის მასშტაბით

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

შესაბამისი კერძო სექტორი

 

500 000

 

GEF

 

ევროკავშირის დახმარება

 

2014-2015

 

 

 

 

 

 

 

 

დიოქსინ-ფურანების გამოფრქვევების შემცირება

 

ამოცანები

 

ღონისძიებებიM

 

მოსალოდნელი შედეგებიE

 

წამყვანი და პარტნიორი ორგანიზაციები

სავარაუდო ხარჯები

(აშშ დოლარი)

დაფინანსების შესაძლო წყაროები

დროის განრიგი

ძველ ნაგავსაყრელებზე ღია წვის პროცესების აღმოფხვრის მიზნით სადემონსტრაციო პროექტის შემუშავება-განხორციელება და ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა

სათანადო ღონისძიებების გატარება ორ შერჩეულ ნაგავსაყრელზე ღია წვის პროცესების აღმოფხვრის მიზნით

 

ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკის დანერგვა

 

მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის გაუმჯობესება ადგილებზე ღია წვის პროცესების თავიდან აცილების მიზნით

 

მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება შესაბამისი პერსონალისათვის

საპილოტო ნაგავსაყრელებზე ღია წვის პროცესები შეწყვეტილია

 

 

დანერგილია ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკა

 

საპილოტო რეგიონში ნარჩენების შეგროვების სისტემა გაძლიერებულია

 

მომზადებულია შესაბამისი პერსონალი

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

ადგილობრივი თვითმმართველობები

 

1 300 000

 

 

 

ევროდახმარება

 

ბილატერა-ლური დახმარება

 

2011-2015

სადემონსტრაციო სანიტარიული ნაგავსაყრელის აგება და მიმდებარე ზონაში არსებული ნაგავსაყრელების დახურვა

აიგოს სადემონსტრაციო სანიტარიული ნაგავსაყრელი და დაიხუროს მის შემოგარენში არსებული ძველი ნაგავსაყრელები

 

ერთ-ერთ რეგიონში ნარჩენების განთავსების პრობლემა გადაწყვეტილია

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

ადგილობრივი თვითმმართველობები

8 400 000

EB RD

 

SIDA

 

2011-2014

 

ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება

 

ამოცანები

 

ღონისძიებები

 

მოსალოდნელი შედეგები

 

წამყვანი და პარტნიორი ორგანიზაციები

სავარაუდო ხარჯები

(აშშ დოლარი)

 

დაფინანსების შესაძლო წყაროები

დროის განრიგი

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ძირითადი სოციალური ჯგუფების ჩართულობა

ინფორმაციის გაცვლა კონვენციის სამდივნოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან

 

საინფორმაციო პორტალის შექმნა

 

 

მოდ-ების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად განახლდება და მიეწოდება დაინტერესებულ მხარეებს

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები

 

არასამთავრობო ორგანიზაციები

 

 

 

 

 

 

 

 

 100 000

 

 

 

 

 

 

 

 

 GEF

 

 ევროკავშირის დახმარება

 

 

 

 

 

 

 

 

 2011-2015

 

ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მოდ-ების მავნე ზეგავლენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება

 

ბეჭდური მასალების მომზადება და გავრცელება, სემინარების ორგანიზება, მასმედიით ინფორმაციის გავრცელება და სხვ.

მოდ-ების შესახებ მოსახლეობის ცნობიერება ამაღლებულია

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

არასამთავრობო ორგანიზაციები

150 000

 

მონიტორინგის სისტემის შექმნა

 

ამოცანები

 

ღონისძიებები

 

მოსალოდნელი შედეგები

 

წამყვანი და პარტნიორი ორგანიზაციები

სავარაუდო ხარჯები

(აშშ დოლარი)

დაფინანსების შესაძლო წყაროები

დროის განრიგი

მოდ-ების მონიტორინგის შესაძლებლობების შექმნა

ლაბორატორიის განახლება მოდ-ების მონიტორინგის მიზნით

 

შესაბამისი პერსონალის ტრენინგი

შექმნილია მოდ-ების მონიტორინგის შესაძლებლობა,

არსებობს შესაბამისი პერსონალი და მოწყობილობა

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

400 000

GEF

 

ევროკავშირის დახმარება

2012-2014

 

კვლევა

 

ამოცანები

 

ღონისძიებები

 

მოსალოდნელი შედეგები

 

წამყვანი და პარტნიორი ორგანიზაციები

სავარაუდო ხარჯები

(აშშ დოლარი)

დაფინანსების შესაძლო წყაროები

დროის განრიგი

მოდ-ებთან დაკავშირებული კვლევების ხელშეწყობა

მოდ-თან დაკავშირებულ კვლევებზე საერთაშორისო/რეგიონული კონფერენციების მოწყობა

 

,,სუფთა ტექნოლოგიების“ განვითარების ხელშეწყობა

 

 

მიმდინარეობს მოდ-ებთან დაკავშირებული კვლევები

 

განვითარებულია და ინერგება ,,სუფთა ტექნოლოგიები“

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

სამეცნიერო სექტორი

150 000

 

ორმხრივი თანამშრომ-ლობა

2012-2015

მალარიის გადამტანის წინააღმდეგ DDT-ის ალტერნატივების შეფასება, დემონსტრირება, დანერგვა

დაავადების გადამტანის წინააღმდეგ DDT-ის ალტერნატიული ღონისძიებების შემუშავება და დანერგვა

დადგენილია DDT-ი ს ეფექტური და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ალტერნატივები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

გარემოს დაცვის სამინისტრო

500 000

GEF

 

ევროკავშირის დახმარება

2011-2014