სს "ლაზიკა კაპიტალის" აქციონერთა მიერ დივიდენდის სააღრიცხვო თარიღისა და დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ლაზიკა კაპიტალის“ აქციონერთა მიერ დივიდენდის სააღრიცხვო თარიღისა და დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, 2014 წლის 17 მაისს, 14 საათზე, ჩატარდა სს „ლაზიკა კაპიტალის“ აქციონერთა საერთო კრება მისამართზე: ქ. ზუგდიდი, კ. გამსახურდიას №59.
დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
„დივიდენდის სააღრიცხვო თარიღისა და დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენა”.
სს „ლაზოკა კაპიტალის” აქციონერთა კრების მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად დადგენილ იქნა 2014 წლის 2 ივნისი.
დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად დადგენილ იქნა 2014 წლის 18 ივნისი.
გენერალური დირექტორი ბ. შენგელია