სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 13.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №846
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2014
matsne.gov.ge 751 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.address {} span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №846 2014 წლის 13 მაისი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის შპს „დოლამისისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაშიმდებარე 858454 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №88.02.31.012) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 19 000 (ცხრამეტი ათას) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „დოლამისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №237978355). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთის საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ №88.02.23.002) მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 60 (სამოც) სულ პირუტყვზე; გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში არანაკლებ 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება; დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ნივთზე, მუდმივად, ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად. 3. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „დოლამისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №237978355) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში მდებარე 345821 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №88.02.31.011) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით. 4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გადაცემული ნივთის სარგებლობის პირობებად განისაზღვროს: ა) წლიური საიჯარო ქირის, 1200 (ათას ორასი) ლარის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველწლიურად, საანგარიშო პერიოდის ყოველი პირველი თვის ბოლოს; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან იჯარის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად. 5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „დოლამისმა“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწმიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაცია საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობზე პირველადი პროდუქციის წარმოება/რეალიზაცია ფიზიკური/იურიდიული პირი რეგისტრაციის თარიღი/საიდენტიფიკაციო კოდი იურიდიული მისამართი საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ს/ს სავარგული სულ (მიუთითეთ ფართობი, სარწყავი/ურწყავი), მათ შორის: ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა (კულტურების და სახეობების მიხედვით) --------------------------------------------------------------------------------------------------------- წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი) --------------------------------------------------------------------------------------------------------- მრავალწლოვანი კულტურების წარმოება (კულტურების და ჯიშების მიხედვით) --------------------------------------------------------------------------------------------------------- წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი) --------------------------------------------------------------------------------------------------------- სილოსის და ცხოველთა საკვების წარმოება (ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურები/ბალახები) ნათესი ფართობები და წარმოება --------------------------------------------------------------------------------------------------------- წარმოებული პროდუქციის მოხმარება/რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი) --------------------------------------------------------------------------------------------------------- საძოვარი (მიუთითეთ ფართობი და პირუტყვის (მსხვილფეხა (მათ შორის ფური)/წვრილფეხა) რაოდენობა) --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- წარმოებული პროდუქციის წარმოება/რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა პროდუქციის სახეობების მიხედვით (მათ შორის ცოცხალი პირუტყვი) და გასაღების ბაზარი) --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- რა სახის ღონისძიებები გაატარეთ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით? --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- გაიარეთ თუ არა კონსულტაციები? (ვისთან?) ---------------------------------------------------------------------------------------------------------