განჩინება შპს „გუდვილის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13628-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/13628-13                                             

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

2014 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – კრედიტორთა ჯგუფი, (შპს ,,გუდვილის’’ მომწოდებელთა არარეგისტრირებული კავშირი) შპს ,,ვუდ იმპექსი’’

დირექტორი – მოსე ბეზარაშვილი

მოთხოვნა – შპს ,,გუდვილის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა ჯგუფის, (შპს ,,გუდვილის’’ მომწოდებელთა არარეგისტრირებული კავშირი) შპს ,,ვუდ იმპექსის’’ დირექტორის მოსე ბეზარაშვილის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმე. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოების მიმართ დაიწყო რეაბილიტაციის პროცედურა. 2014 წლის 14 თებერვალს კრედიტორთა კრებაზე შპს „გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველად დანიშნული იქნა კომპანია PKF (ფი ქეი ეფ ჯორჯია).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 1 მაისს განცხადებით მომართა კრედიტორთა ჯგუფის, (შპს ,,გუდვილის’’ მომწოდებელთა არარეგისტრირებული კავშირი) შპს ,,ვუდ იმპექსის’’ დირექტორმა მოსე ბეზარაშვილმა და მოითხოვა რიგგარეშე კრების მოწვევა, შემდეგი დღის წესრიგით: შპს ,,გუდვილის’’ რეაბილიტაციის მმართველის შპს ,,ფი ქეი ეფ ჯორჯიას’’ (ს/კ. 205198212) გათავისუფლება (გადაყენება) რეაბილიტაციის მმართველობიდან და ახალი კანდიდატურის საკითხის განხილვა.

სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

მოცემულ შემთხვევაში 2014 წლის 1 მაისს შემოსული განცხადების საფუძველზე კრედიტორთა რიგგარეშე კრება სასამართლოს მიერ ვერ იქნა მოწვეული კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან, 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით კრედიტორის    სს ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენლის გიორგი ბათლიძის კერძო საჩივრით საქმე გადაგზავნილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც დაბრუნდა 2014 წლის 19 მაისს.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 23 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. შპს ,,გუდვილის’’ რეაბილიტაციის მმართველის შპს ,,ფი ქეი ეფ ჯორჯიას’’ (ს/კ. 205198212) გათავისუფლება (გადაყენება) რეაბილიტაციის მმართველობიდან და ახალი კანდიდატურის საკითხის განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www. tcc. Gov.ge.  

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                             თამარ ჭუნიაშვილი