სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №2059
2011წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით:
ა) სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდს მიეცეს უფლება, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეისყიდოს:
ა.ა) სამთო-სათხილამურო აღჭურვილობა, შეჯიბრებებისათვის საჭირო ინვენტარი, სამაშველო აღჭურვილობა და სამთო-სათხილამურო ტრასების მოსაწყობად საჭირო ინვენტარი;
ა.ბ) სათხილამურო ტრასების სატკეპნი ტექნიკა;
ა.გ) მცირე ზომის საბაგირო გზა;
ა.დ) „ახალი გუდაურის“ განაშენიანებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება;
ა.ე) სასტუმროს მშენებლობის მომსახურება;
ა.ვ) სარეკლამო კლიპის დამზადების მომსახურება;
ა.ზ) გუდაურის რეკლამის დამზადებისა და ბეჭდვით საშუალებებში განთავსების მომსახურება;
ა.თ) გუდაურის მთისა და სამთო-სათხილამურო ტრასების გრაფიკული ნახატის დამზადების მომსახურება;
ა.ი) სამთო‑სათხილამურო ტანსაცმელი;
ბ) ცნობად იქნეს მიღებული, რომ სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდი კანონმდებლობით დადგენილი წესით კომერციული ბანკებიდან აიღებს კრედიტს 5 მილიონი დოლარის ოდენობით;
გ) სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე შეისყიდოს ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური