სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ და სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის რეკომენდაციები 2014 წლის 16 ივნისის მორიგი საერთო კრების დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“
აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2014 წლის 16 ივნისს, 1300 საათზე, მოწვეულია სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას I შეს. №33 (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).
საერთო კრების დღის წესრიგი:
1. 2013 წლის საფინანსო-სამეურნეო შედეგებისა და წლიური ბალანსის განხილვა-დამტკიცება, სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად.
2. აქციონერთა ჯგუფის განცხადების განხილვა.
3. საორგანიზაციო საკითხები.
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2014 წლის 21 მაისი. სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რეესტრის მწარმოებელთან სს „კავკასრეესტრთან“ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში (0162, ჭავჭავაძის გამზ, №74ა, ტელ.: 2 220718; 2251876).
აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 16 ივნისს 1200 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და, წარმომადგენლობის შემთხვევაში, მინდობილობა.
აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში – ქ. თბილისი, კოსტავას I შეს.,№33, ტელ.: 2 931909
სს საგზაო კომპანია „თბილისის”
სამეთვალყურეო საბჭო
დირექტორი
სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის რეკომენდაციები
2014 წლის 16 ივნისის მორიგი საერთო კრების
დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით
1. განსახილველად წარმოდგენილია 2013 წლის წლიური ბალანსი და შედეგები. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ანგარიში და ბალანსი მიღებულ იქნეს წარმოდგენილი სახით.
2. აქციონერთა მომართვის საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აქციონერთა ჯგუფის განცხადების საერთო კრებაზე განხილვის შესახებ. მიზნშეწონილად მიგვაჩნია განცხადებაში დასმული საკითხი განხილულ იქნეს დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად.
3. მიზანშეწონილად მიგვაჩნია აქციონერთა საერთო კრებას მოხსენდეს სხვადასხვა მიმდინარე პრობლემატური საკითხები.
დირექტორი
სამეთვალყურეო საბჭო