სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2098
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 28/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №2098

2011 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სა­მარ­თლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვი­თა­რების ფონდ მა უზრუნველყოს:

ა) ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლას­დილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ8 – კმ10 მონაკვეთის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იძულებით გადაად­გი­ლებულ პირთა საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზა) სარეაბილი­ტა­ციო სამუშაოების შესყიდვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინ­ფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარ­ მოდ­ გენი­ ლი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე;

ბ) ქ. ბათუმში, თამარ მეფის დასახლებაში იძულებით გადაადგი­ლე­ბულ პირთა საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვ­ნე­ლობის საავტომობილო გზის 1,2 კმ‑იანი მონაკვეთის სარეაბილი­ტა­ციო სამუშაოების ა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდ­ვა;

გ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების ა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების დაფინანსება„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით სსიპ– სა­ქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი„სა­ქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციე­ლე­ბელი პროექტების“მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 05 03) გან­საზღვ­რული ასიგნებებიდან;

დ) „სა­­ხელ­მწი­ფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და სა­ზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონის­ძი­ე­ბების შეზღუდულ ვადებში შეუ­ფერხებლად ჩატარების მიზნით,ამ განკარგულებით გათვალის­წი­ნებული სა­მუ­შა­ოების ა და   მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსა­ხუ­რე­­ბის სახელ­მწი­ფო შესყიდვ ის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით გან­­­ხორციელ ება.

2. ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციე­ლე­ბისათვის დამატებითი თანხების საჭიროების შემთხვევაში საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქარ­თველოს რეგიო­ნებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუ­ნიციპალური განვითარების ფონდს შესაბამისი მოთხოვ­ნის საფუძველზე გა­მოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                          ნ.გილაური