⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.07.2015)
გაუქმებულია:

შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.05.2014
ძალის დაკარგვა 24.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №355
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017975
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2014
matsne.gov.ge 1,011 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.05.2014 მიღება
24.07.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მანქანა-მექანიზმების  დაქირავება
2 მანქანა-მექანიზმების ავტოტექმომსახურება
3 სატუმბი სადგურის გაშვება-გაწყობასთან დაკავშირებული მომსახურება
4 ტრანსფორმატორების რემონტი
5 ტრანსფორმატორებისა და ელმოწყობილობების ზეთის შრობა
6 სამელიორაციო დანიშნულების სატუმბი სადგურების ელ/მექანიკური მოწყობილობების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მომსახურებები
7 პროექტირება, ექსპერტიზა და კვლევები
8 მელიორაციის დარგის სპეციფიკასთან დაკავშირებული სპეციალისტების საკონსულტაციო მომსახურება
9 ბუნებრივი აირის გაყვანილობის მონტაჟი
10 თანამედროვე სარწყავი სისტემებით აღჭურვილი სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთების მოწყობასთან დაკავშირებული მომსახურება
11 სათარჯიმნო მომსახურება პროექტებისა და სპეციფიკური ტექნიკური დოკუმენტაციის სათარგმნელად
12 პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიის ვებსაიტისა და ბილინგის პროგრამებისათვის
13 საინფორმაციო მომსახურება
14 ჟანგბადი და თხევადი გაზი
15 ხის და კომპოზიტური მასალის ქარგილები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №355 2014 წლის 22 მაისი ქ. თბილისი შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია გამოქვეყნებიდან 14 თვის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება და კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა. 2. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონი და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება.      3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები. 4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვები ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.  მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გამარტივებული შესყიდვა – შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; ბ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება; გ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (მათ შორის, ნედლეული, ნაკეთობა, მოწყობილობა, წარმოების სხვა საშუალება, მოხმარების საგანი), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; დ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს; ე) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიასთან“ გააფორმა  ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ. მუხლი 3🔗. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ უფლება-მოვალეობანი 1. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“ უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი; ბ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა მისთვის წამგებიანი აღმოჩნდება; გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“  ვალდებულია განახორციელოს შესყიდვის პროცედურები  მის მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით. 3. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები განახორციელოს აგრეთვე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები 1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებაზე. 2. დაუშვებელია, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ“ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მისი ზედამხედველობა დააკისროს პირს, ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან დამფუძნებლის ახლო ნათესავი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი). მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“ შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ დირექტორი ამ წესის  №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალება გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვისას  შემდეგი პირობებით, თუ: ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების თითოეული სახელშეკრულებო  ღირებულება არ  აღემატება 250 000 ლარს; ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა; გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას; დ) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება. მუხლი 7🔗. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1.   გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. 2. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი. 3. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) ან/და შესყიდვის საერთო ღირებულება აღემატება 100 000 ლარს, გარდა ნავთობპროდუქტების შესყიდვისა. 4. გამარტივებული შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იყოს შემდეგი აუცილებელი პირობები: ა)  ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები; ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულისა და მთლიანი ღირებულება; გ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი; დ) საქონლის, მომსახურების მიღება‑ჩაბარების წესი; ე) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი; ვ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში); ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; თ) ხელშეკრულების დადების სამართლებრივი საფუძველი. 5. მიმწოდებელთან დადებული  გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. დანართი №1 შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი № საქონლის დასახელება 1 წყალგამტარი ღარები 2 არხის მოპირკეთების ფილები 3 ბეტონის ბლოკები 4 მავთულბადე გაბიონებისათვის 5 საირიგაციო ფარები 6 ჰიდროტექნიკური ფარების ამწე მექანიზმები 7 ურდულები 8 უკუსარქველები 9 რედუქტორები 10 ძრავები და ტუმბო დანადგარები 11 მილები 12 ბეტონი 13 კარბიდი 14 ჟანგბადი და თხევადი გაზი 15 ხის და კომპოზიტური მასალის ქარგილები 16 საწვავი 17 ავტოგაზი 18 მანქანა-მექანიზმების ნაწილები 19 ინერტული მასალა 20 სამელიორაციო დანიშნულების გამანაწილებელი ჭები 21 ჰიდროსაიზოლაციო მასალა 22 სამშენებლო მოედნებისათვის საჭირო საექპლოატაციო/საცხოვრებელი ვაგონები 23 თანამედროვე სარწყავი სისტემებით აღჭურვილი სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთების მოწყობასთან დაკავშირებული საქონელი № მომსახურების დასახელება 1 მანქანა-მექანიზმების  დაქირავება 2 მანქანა-მექანიზმების ავტოტექმომსახურება 3 სატუმბი სადგურის გაშვება-გაწყობასთან დაკავშირებული მომსახურება 4 ტრანსფორმატორების რემონტი 5 ტრანსფორმატორებისა და ელმოწყობილობების ზეთის შრობა 6 სამელიორაციო დანიშნულების სატუმბი სადგურების ელ/მექანიკური მოწყობილობების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მომსახურებები 7 პროექტირება, ექსპერტიზა და კვლევები 8 მელიორაციის დარგის სპეციფიკასთან დაკავშირებული სპეციალისტების საკონსულტაციო მომსახურება 9 ბუნებრივი აირის გაყვანილობის მონტაჟი 10 თანამედროვე სარწყავი სისტემებით აღჭურვილი სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთების მოწყობასთან დაკავშირებული მომსახურება 11 სათარჯიმნო მომსახურება პროექტებისა და სპეციფიკური ტექნიკური დოკუმენტაციის სათარგმნელად 12 პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიის ვებსაიტისა და ბილინგის პროგრამებისათვის 13 საინფორმაციო მომსახურება დანართი №2 შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“  მიერ განსახორციელებელი შესყიდვების წლიური გეგმის ფორმა დანაყოფი შესყიდვის დაფინანსების წყარო შესყიდვის ობიექტი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შესყიდვის განხორციელების საშუალება შესყიდვის განხორციელების  ვადა შენიშვნა