საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.06.2014
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №2/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.058.016073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,092 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტი ნუგზარ სურმანიძე მინისტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება № 2/ნ 2014 წლის 2 ივნისი ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტინუგზარ სურმანიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულება მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სტრუქტურული ერთეულების დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში - სტრუქტურული ერთეულები) უფლება-მოვალეობებს, ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 2🔗. სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სტრუქტურული ერთეულები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით. მუხლი 3🔗. სტრუქტურული ერთეულები სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) აპარატი; ბ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება; გ) ბათუმის განყოფილება; დ) ქობულეთის განყოფილება; ე) ხელვაჩაურის განყოფილება; ვ) ქედის განყოფილება; ზ) შუახევის განყოფილება; თ) ხულოს განყოფილება. მუხლი 4🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები 1. აპარატის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სააგენტოს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მაკოორდინირებელი ფუნქციის განხორციელება; ბ) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებისა და რეზოლუციების ანალიზი და შესრულებაზე ზედამხედველობა; გ) სააგენტოს დირექტორის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადების ორგანიზება; დ) სააგენტოს საქმიანობის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება, პრესკონფერენციების და ბრიფინგების ჩატარება, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ე) პიარ - ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; ვ)   სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ზ) სააგენტოს ხელმძღვანელობის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების თაობაზე; თ)  შემოსული განცხადებების განხილვა, ანალიზი და მათზე რეაგირება;   ი) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა; კ)   სააგენტოს კადრების აღრიცხვა, პირადი საქმეების წარმოება; ლ) სააგენტოს  თანამშრომელთა  დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა, სააგენტოს თანამშრომელთა მივლინებების ბრძანებების პროექტების მომზადება; მ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპოდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; ნ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ დოკუმენტების დადგენილი წესით შესრულებაზე კონტროლი; ო) პროგრამების პროექტების შემუშავებასა და კომპეტენციის ფარგლებში მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; პ) სააგენტოს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა; ჟ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა, მათი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; რ) სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის შიგნით სათანადო სისუფთავისა და სანიტარული წესრიგის დაცვა; ს) სააგენტოს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ტ) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. 2. აპარატი ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის წინაშე. აპარატის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს უშუალოდ სააგენტოს დირექტორი, რომელიც ახორციელებს აპარატის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობასა და კონტროლს. მუხლი 5🔗. ბუღალტრული აღრიცხვა - ანგარიშგების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები 1. ბუღალტრული აღრიცხვა - ანგარიშგების განყოფილების (შემდგომში-განყოფილება) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ბ) სააგენტოს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა; გ) სააგენტოს საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება; დ) სააგენტოსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი; ე) ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა და დაწესებულ ვადებში  შესაბამის ორგანოში წარდგენა; ვ) სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროული აღრიცხვა და გაცემა; ზ) სააგენტოს ფინანსურ ვალდებულებათა დამოწმების დოკუმენტაციის მომზადება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა; თ) სააგენტოს საქმიანობის, სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის მიღებული ფინანსური სახსრების მართვა; ი)  სააგენტოს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; კ)  სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტების შემუშავება; ლ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; მ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების მომზადება და შესაბამის ორგანოში წარდგენის უზრუნველყოფა; ო) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება; პ) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. 2. განყოფილება ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის წინაშე. განყოფილების  ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს უშუალოდ სააგენტოს დირექტორი, რომელიც ახორციელებს განყოფილების მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობასა და კონტროლს. მუხლი 6🔗. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს განყოფილებების უფლება-მოვალეობები 1. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს განყოფილებების (შემდგომში - განყოფილებები) ფუნქციები და ამოცანებია: ა)   სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია და აღრიცხვა; ბ) სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება და მათი შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის ორგანიზება; გ)  დასაქმებულთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შევსება/განახლება; დ) საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობა; ე) საჯარო და კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და  საზოგადოებისათვის მიწოდება; ვ) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება; ზ) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. 2. განყოფილებები ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე. განყოფილებების  ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს  სააგენტოს დირექტორის მოადგილე, რომელიც ახორციელებს განყოფილების მიმართ  სამსახურებრივ ზედამხედველობასა და კონტროლს. მუხლი 7🔗. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ძირითადი უფლება - მოვალეობანი სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ძირითადი უფლება - მოვალეობანია: ა) წარმართავენ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) წარმოადგენენ სტრუქტურულ ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელნი არიან მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებენ მოვალეობებს მათდამი დაქვემდებარებულ  მოსამსახურეებს შორის და აძლევენ მათ მითითებებს; დ) ახორციელებენ კონტროლს მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) თავიანთი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვენ სათანადო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან. ვ) ვიზას ადებენ სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) წარადგენენ ანგარიშს მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) ორგანიზებას უკეთებენ ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სააგენტოს დირექტორს წარუდგენენ  წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ი) სააგენტოს დირექტორს წარუდგენენ წინადადებებს მათდამი დაქვემდებარებული მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობენ იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულების წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ლ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებენ დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის სახელით და პერიოდულად  სააგენტოს დირექტორს წარუდგენენ ანგარიშს სტრუქტურული ერთეულების მოხელეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის უფროსის წარდგინების საფუძველზე და სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით უფროსის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 8🔗. სააგენტოს სხვა მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები სააგენტოს სხვა მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით. მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს დირექტორის წარდგინებით აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.