„საქართველოსა და შვეიცარიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებაში ნოტების გაცვლის გზით ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
მიღების თარიღი 10.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №187
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016935
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და შვეიცარიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებაში ნოტების გაცვლის გზით ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №187
2014 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და შვეიცარიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებაში ნოტების გაცვლის გზით ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
მუხლი 1🔗. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს „საქართველოსა და შვეიცარიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებაში ნოტების გაცვლის გზით ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმება.
მუხლი 2🔗. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
1. აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
2. შეატყობინოს შვეიცარიის კონფედერაციის მხარეს ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3🔗. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი