საქართველოსა და შვედეთს შორის, წარმოდგენილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ, განვითარების მიზნით თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№45/6
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016249
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოსა და შვედეთს შორის, წარმოდგენილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ, განვითარების მიზნით თანამშრომლობის შესახებ

საქართველო, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და შვედეთი, წარმოდგენილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1. შეთანხმების მოქმედების სფერო და მიზნები

აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს განვითარების თანამშრომლობისთვის ჩარჩო შეთანხმებას  შვედეთსა და საქართველოს შორის.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში განვითარების თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს 2014-2020 წლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში რეფორმების სფეროში თანამშრომლობის შვედეთის შედეგების სტრატეგიის შესაბამისად.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს:

ა) ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება და ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის განვითარება.

ბ) დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და სახელმწიფოს განვითარება კანონის უზენაესობის ფარგლებში.

გ) გარემოს გაუმჯობესება გარემოზე ზეგავლენის შემცირებით და მდგრადობის გაძლიერება გარემოს ზემოქმედებაზე და კლიმატის ცვლილებაზე.

აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში პროექტების/პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს. შვედეთის როლი შემოიფარგლება აღნიშნული განვითარების თანამშრომლობაში რესურსების კონტრიბუციით.

მუხლი 2. შვედეთის კონტრიბუცია

შვედეთი უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების გამოყოფას საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარების თანამშრომლობისთვის 2014-2020წწ პერიოდში. რესურსების გამოყოფა განხორციელდება მხარეებს შორის განვითარების მიზნით თანამშრომლობის პროექტზე/პროგრამებზე დადებული კონკრეტული შეთანხმებებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

საქართველო აღიარებს, რომ შვედეთის მიერ გაწეული დახმარება ასევე ვრცელდება იმ პარტნიორებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ სამთავრობო სექტორს. აღნიშნული დახმარება არ არის გათვალისწინებული წინამდებარე შეთანხმებით.

 

მუხლი 3. შეთანხმების შეფასება

მხარეები ყოველწლიურად განიხილავენ შვედეთის კონტრიბუციას და განვითარების თანამშრომლობის პროგრამის პროგრესს და შედეგებს.

მუხლი 4. სხვა შეთანხმებებთან მიმართება

მხაარეთა შორის განვითარების მიზნით თანამშრომლობის პირობები ასევე განისაზღვრება შემდეგი შეთანხმებებით:

- შეთანხმება შვედეთსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნით თანამშრომლობის ზოგადი დებულებებისა და პირობების შესახებ, 2006 წლის 13 დეკემბერი;

- განვითარებისთვის თანამშრომლობის პროექტების/პროგრამების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული სპეციფიკური შეთანხმებები;

მუხლი 5. ხელშეკრულების ძალაში და შეწყვეტა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის 2014 წლის 20 მაისს და იმოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე. წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეწყვეტილ იქნას ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა არ იმოქმედებს მხარეთა შორის ძალაში მყოფი სხვა სპეციფიკური შეთანხმებების მოქმედებაზე.

შეთანხმების ორი დედანი ხელმოწერილია ინგლისურ ენაზე.

 ადგილი და თარიღი

 

ადგილი და თარიღი

 

 

 

 საქართველო, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს მიერ

 

შვედეთი, წარმოდგენილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ

 

 

 

ნოდარ ხადური - მინისტრი

 

შარლოტა პეტრი გორნიცკა - გენერალური დირექტორი

ხელმოწერა

 

ხელმოწერა

სახელი და თანამდებობა                                                               სახელი და თანამდებობა.