საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.05.2014
ძალის დაკარგვა 07.04.2016
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.166.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2014 წლის 27 მაისი
ქ. გურჯაანი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი
დანართი 1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
მუხლი 1🔗.
მოქმედების სფერო
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ეს დადგენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაზე.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის გვერდი
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტი ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთარ ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა.
2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე.
3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის შესაბამისი საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტები დამუშავებული სახით, ელექტრონულ ფორმატში მიაწოდონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, აქვეყნებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე.
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (www.gurjaani.ge)
2. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში, დამატებით, პროაქტიულად გამოქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. გურჯაანის მუნიციპალიტეტი ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას, უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
5. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
6. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება გურჯაანის მუნიციპალიტეტს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
7. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.
8. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ან WORD ფორმატში.
9. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 4🔗.
ინფორმაციის კატეგორიები
1. ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ფაქსის ნომრები, ტელეფონის ნომრები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ვ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში შემოსული და ასევე, გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად);
ზ) ინფორმაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
თ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი (ქვეყნდება ყოველწლიურად);
ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (განახლდება ყოველწლიურად);
კ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ქვეყნდება კვარტალურად);
ლ) ინფორმაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად);
მ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტო-სატრანსპორტო საშუალებების შესახებ (განახლდება ყოველწლიურად);
ნ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებჰრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია;
ო) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინება ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია - წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, ხოლო თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
დანართი 2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
მუხლი 1🔗
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.
მუხლი 2🔗
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის თანხლებით, ფიზიკური პირების არსებობის შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების დასკანერებული ვარიანტი ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (gurjaani.mun@gmail.com – საკრებულოს შემთხვევაში და gurjaani_raioni@mail.ru - გამგეობის შემთხვევაში)
მუხლი 3🔗
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით.
მუხლი 4🔗
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.
მუხლი 5🔗
მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლის შემდეგ კანცელარიაში რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 6🔗
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ვადები.