შპს „დაგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1886
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „დაგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე შპს „დაგი“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფ. ორსანტიას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ენგურზე განახორციელოს 8 040 (რვა ათას ორმოცი) მ3 საშენი მასალის (ქვიშა, ხრეში) მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
2. შპს „დაგიმ“ უზრუნველყოს:
ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 1 398 (ერთი ათას სამას ოთხმოცდათვრამეტი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური