„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) მე-14 მუხლის 14.1.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14.1.3. თუ საწარმო გადახდისუუნარო გახდება, 9.1 მუხლში დასახელებულმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა უგვიანეს სამი კვირისა, უნდა განაცხადონ ამის შესახებ. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ბრალეულ გაჭიანურებად არ მიიჩნევა, თუ ზემოხსენებული პირები ამ განცხადებას 9.7 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებით ეპყრობიან.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 15 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 28 მარტი.
№4523–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.03.2007.
- როდის იქნა მიღებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.03.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4523. სარეგისტრაციო კოდი — 240.000.000.05.001.002.767.
- სად არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4523, 28.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.002.767 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/23578/