განჩინება სს „ქიმბოჭკოს“ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-73-09
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2-73-09

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2014 წლის 14 მაისი

ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნატა თედეშვილმა

 

ერთპიროვნულად განიხილა სს „ქიმბოჭკოს” გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილს სს ,,ქიმბოჭკოს” გაკოტრების მმართველმა თამაზ კიკიანმა სს ,,ქიმბოჭკოს” გაკოტრების ანგარიშით და მოითხოვა საქმის წარმოების დასრულება და მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება. ანგარიშში მითითებულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გაიხსნა სს,,ქიმბოჭკოს” გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. 2011 წლის 28 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების (№5668) საფუძველზე სს ,,ქიმბოჭკოს” გაკოტრების მმართველმა 2012 წლის 31 იანვარს, განცხადების საფუძველზე, სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცა გაკოტრების საქმის წარმოება. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ 2011 წლის 10 ოქტომბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მითითებული იქნა, რომ გაკოტრების მმართველის მიერ წარდგენილი ცხრილის შესაბამისად მოხდეს სს ,,ქიმბოჭკოს” კუთვნილი ქონების ნატურით განაწილება. აღნიშნული შესრულებული იქნა ნაწილობრივ, კერძოდ: 2 500 ლარის ღირებულების ქონება ნატურით საკუთრებაში გადაეცა მეორე რიგის კრედიტორს შპს ,,აუდიტ-გურამს”, რითიც სრულად დაიფარა მისის მოთხოვნა, 33 726 ლარის ღირებულების ქონება საკუთრებაში გადაეცათ მეორე რიგში აღიარებულ სს ,,ქიმბოჭკოს” თანამშრომლებს, რითაც ასევე დაიფარა მათი მოთხოვნები. ჯამში 5228396 ლარის ქონება (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და დებიტორული მოთხოვნები) გადაეცა მეოთხე რიგის კრედიტორს შემოსავლების სამსახურს. 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ქონების განაწილების ცხრილის მიხედვით, მეორე რიგის კრედიტორს – ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ნატურით საკუთრებაში უნდა მიეღო 2 508,64 ლარის მოძრავი ქონება, მეოთხე რიგის კრედიტორს – შემოსავლების სამსახურს – 108 747,6 ლარის მოძრავი ქონება, მეოთხე რიგის კრედიტორს – სს,,ვითიბი ბანკს” 200 000 ლარის ქონება, რაც ფაქტობრივად არ განხორციელებულა. დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადარიცხვის შემდგომ კრედიტორებზე გასანაწილებელ თანხად, დღეის მდგომარეობით დარჩენილია 32 302,89 ლარი, რაც უნდა განაწილდეს 2014 წლის 10 იანვრით დათარიღებული კრედიტორთა რეესტრის მიხედვით, რომლის თანახმადაც პირველი რიგის კრედიტორს წარმოადგენს გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიურო მოთხოვნით 2113,27 ლარი. პირველი რიგის კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდგომ, შემდგომი რიგის კრედიტორებზე გასანაწილებელი რჩება 30189,62 ლარი. კრედიტორთა რეესტრში, მეორე რიგის კრედიტორებად მითითებულია 55 პირი ჯამური მოთხოვნით 58453,64 ლარი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ 58453,64 ლარიდან 38734,64 ლარის მოთხოვნა აღიარებულია 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით და ამავე დროს აღნიშნული მოთხოვნებიდან ქონების ნატურით გადაცემის წესით დაკმაყოფილებულია 36226 ლარის მოთხოვნა. შესაბამისად დასაკმაყოფილებელი რჩება მეორე რიგის 22227,64 ლარის მოთხოვნა, რომელიც გადანაწილებულია 37 კრედიტორზე, მეორე რიგში რეგისტრირებული 18 კრედიტორის მოთხოვნა, ქონების ნატურით გადაცემის წესით სრულად ვერ იქნა დაკმაყოფილებული და მათ სს „ქიმბოჭკოს“ მიმართ მოთხოვნები დღეის მდგომარეობით აღარ გააჩნიათ. აღნიშნულის სესაბამისად, აუქციონის შედეგად მიღებული და გასანაწილებელი თანხებიდან სრულად კმაყოფილდება დანართ №12-ში მითითებული მე-2 რიგის 37 კრედიტორის 22227,64 ლარის მოთხოვნა, შესაბამისად მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ, შემდგომი რიგის კრედიტორებზე გასანაწილებელი რჩება 7961,98 ლარი. კრედიტორთა რეესტრში კრედიტორად რეგისტრირებულია გაკოტრების მმართველი – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს” მოთხოვნა 21115, 53 ლარის ოდენობით (აღნიშნული მოთხოვნა „იპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს” წარმოეშვა სს „ქიმბოჭკოს”  ქონების დაცვისათვის გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე. ვინაიდან მესამე რიგის კრედიტორებისათვის გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ამავე რიგში რეგისტრირებული ერთადერთი კრედიტორის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს” მოთხოვნის სრულად დასაფარად, მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ ნაწილობრივ 7961,98 ლარით და დაუკმაყოფილებელი დარჩება სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს” მე-3 რიგის 13153,55 ლარის მოთხოვნა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოვალეს აღარ გააჩნია ისეთი აქტივი, რომლის რეალიზების შესაძლებლობაც გააჩნია გაკოტრების მმართველს, მიზანშეწონილად მიაჩნია სასამართლოს მიერ მიღებული იქნეს განჩინება გაკოტრების მმართველის მიერ წარდგენილი საბოლოო ანგარიშისა და კრედიტორთა შორის არსებული თანხების განაწილების ცხრილის დამტკიცების, აგრეთვე სს,,ქიმბოჭკოს” გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და საქმის მასალებს მივიდა დასკვნამდე, რომ მოწვეული უნდა იქნას კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. ამავე ნორმის მეოთხე პუნქტის შესაბამისად: კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომლის დღის წესრიგიც განისაზღვრება შემდეგი საკითხებით: 1. გაკოტრების მმართველის ანგარიშის განხილვა; 2. სს „ქიმბოჭკოს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილებისთანავე. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორების ინფორმაციის შესაბამისად კი სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა უნდა მოხდეს კრედიტორთა კრებაზე.

ამავე კანონის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამონაკლისია ამ კანონის 46-ე მუხლის 51  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და 27-ე, 40-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოცემულ საქმეზე კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2014 წლის 09 ივნისს 12. 00 საათისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში, ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6. დღის წესრიგად განისაზღვროს: 1. გაკოტრების მმართველის ანგარიშის განხილვა; 2. ს/ს „ქიმბოჭკოს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება; 3. მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება.

2. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს.

3. განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.” განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა განხორციელდეს გაკოტრების მმართველის თამაზ კიკიანის მიერ.

 

მოსამართლე                                             ნატა თედეშვილი