სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-643/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-643/ო

2014 წლის  15 მაისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „ტრავმატოლოგზე“ (მის.: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №21) გაცემული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია - სალიცენზიო მოწმობა №002106, ბრძანება №02-189/ო, 07.02.2012 წ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

 3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

 საფუძველი: შპს „ტრავმატოლოგის” დირექტორის დავით ჩხატარაშვილის განცხადება №48942, 14.05.2014წ.

 

  სააგენტოს უფროსი                                                             გ. თვალავაძე