სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-643/ო2014 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „ტრავმატოლოგზე“ (მის.: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №21) გაცემული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია - სალიცენზიო მოწმობა №002106, ბრძანება №02-189/ო, 07.02.2012 წ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „ტრავმატოლოგის” დირექტორის დავით ჩხატარაშვილის განცხადება №48942, 14.05.2014წ.
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
- „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 15.05.2014. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №02-643/ო.
- სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №02-643/ო, 15.05.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2358590/