„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
1. სამხედრო პროდუქციის დამზადებას, წარმოებას, სამხედრო პროდუქციის შეკეთებას (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), სამხედრო პროდუქციით ვაჭრობას ახორციელებს აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.
2. ამ კანონის მე-6 მუხლის 101–103 პუნქტებით განსაზღვრულ გენერალურ ლიცენზიებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. ამ კანონის მე-6 მუხლის 101–103 პუნქტებით განსაზღვრული გენერალური ლიცენზიების მისაღებად იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ ამავე კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს:
ა) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
ბ) იმ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, აგრეთვე ნასამართლობის არარსებობის, ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ ცნობების წარმოდგენით), რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ სამხედრო პროდუქციის დამზადებასთან, წარმოებასთან, შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობასთან;
გ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს სამხედრო პროდუქციის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა;
დ) შესაბამის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) შესაბამისი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) შესაბამისი შენობა-ნაგებობის სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფები.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-ნაგებობის დაცვის უფლებამოსილების მქონე (დაცვისათვის პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური).“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.
ქუთაისი, 29 მაისი 2014 წ. N2472-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 29.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2472-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.05.001.017466.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, №2472-IIს, 29.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.017466 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2359463/