„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის N24/35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №11/11 |
|
2014 წლის 29 მაისი ქ. ფოთი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად; თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/35 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016184), დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ში, კერძოდ: |
1.
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა' ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) მონაცემები მოსწავლეთა ან/და შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა რაოდენობის შესახებ“. |
2.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ა(ა)იპ“-ის დაფინანსება განისაზღვრება შემდეგი ფორმულით D=A:4+F+C*3+B; სადაც: A – ერთჯერადად გაცემული წლიური საბიუჯეტო დაფინანსებაა, (განწილვადებული კვარტლების შესაბამისად); F – წინა საბიუჯეტო წლის წლიური აგრეგირებული სახელფასო ფონდის მოცულობის შესაბამისად გაცემული საბიუჯეტო დაფინანსება; C – თითოეულ მოსწავლეზე ან/და შემოქმედებითი ჯგუფების წევრზე გაცემული საბიუჯეტო დაფინანსების მოცულობა თვეში, (კვარტლის შესაბამისად); B – ბონუს დაფინანსება საკუთარი კვარტალური შემოსულობების კვალობაზე“. |
3.
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ,,ა' ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) A - კომპონენტისათვის: ა.ა) A=12,0 ათ. ლარს (არაუმეტეს 70 მოსწავლე ან/და შემოქმედებითი ჯგუფების წევრი), ა.ბ) A=14,0 ათ. ლარს (მოსწავლეთა ან/და შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა რაოდენობაა 70-დან 150-მდე), ა.გ) A=16,0 ათ. ლარს ( მოსწავლეთა ან/და შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა რაოდენობაა 150-დან 250-მდე), ა.დ) A=18,0 ათ. ლარს - (სხვა დანარჩენ შემთხვევაში)“. |
4.
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) C - კომპონენტისათვის: გ.ა) C=X*40 ლარი (არაუმეტეს 70 მოსწავლე ან/და შემოქმედებითი ჯგუფების წევრი), გ.ბ) C=X*35 ლარი (მოსწავლეთა ან/და შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა რაოდენობაა 70-დან 150-მდე), გ.გ) C=X*30 ლარი (მოსწავლეთა ან/და შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა რაოდენობაა 150-დან 250-მდე), გ.დ) C=X*20 ლარი (სხვა დანარჩენ შემთხვევაში)“. |
5.
მე-3 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: C კომპონენტის ფორმულისათვის, სადაც: X წარმოადგენს მოსწავლეთა ან/და შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა რაოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კვარტალების შესაბამისად“. |
6.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაფინანსების კონკრეტული მოცულობის განსაზღვრისას, თუ იგი აღემატება წინა საბიუჯეტო წლის ან/და წინა საბიუჯეტო წლის შესაბამისი კვარტალის დაფინანსების მოცულობას, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს წინა საბიუჯეტო წელს ან/და წინა საბიუჯეტო წლის შესაბამისი კვარტალისათვის გამოყოფილი დაფინანსების ზედა ზღვარი ან/და აღნიშნულ ზედა ზღვარს (წინა საბიუჯეტო წლის ან/და წინა საბიუჯეტო წლის შესაბამისი კვარტალის დაფინანსების მოცულობა) დამატებული დაფინანსება 10%-ის ფარგლებში, რომელსაც განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახური“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|