„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
240080000.11.004.016027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №6

2014 წლის 30 მაისი

ქ.თბილისი

 

„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში  (სსმ, ვებგვერდი, 240080000.11.004.016022,  14/02/2014 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ამ წესის მიზნებისათვის კონფიდენციალური ინფორმაცია იყოფა ორ კატეგორიად:

ა) პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაცია – მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელება ან დაკარგვა გამოიწვევს მძიმე შედეგს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. ამ კატეგორიის ინფორმაციაზე წვდომის უფლების მქონე ეროვნული ბანკის თანამშრომლებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. პირველი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციას განეკუთვნება კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის (დანართი №1) პირველი, მე–2 და მე–3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია და ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის მიერ შემუშავებული დოკუმენტები (შემოწმების ანგარიშები, აქტები);

ბ) მეორე კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაცია – მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. აღნიშნული კატეგორიის ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ნებისმიერი თანამშრომლისათვის, თუ ეს ინფორმაცია საჭიროა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად. მეორე კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციას მიეკუთვნება ეროვნულ ბანკში არსებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით.

6. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის საქმისწარმოების წესი. კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც არ მოექცევა ამ პუნქტით გათვალისწინებულ საქმისწარმოების წესში, დაექვემდებარება ეროვნულ ბანკში უკვე არსებულ საქმისწარმოების ერთიან მოთხოვნებს.“.

2.დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტების შემოწმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოხსენებითი ბარათები, შემოწმების აქტები და შემოწმების დროს დამუშავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან კორესპონდენცია საზედამხედველო ღონისძიებების გატარების ან/და პირის შესახებ ინფორმაციის ეროვნული ბანკის საქმიანობის მიზნებისათვის გამოთხოვის  თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.05.2014.
როდის იქნა მიღებული „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ?
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ მიღებულია 30.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 240080000.11.004.016027.
რამდენი მუხლისგან შედგება „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ, №6, 30.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 240080000.11.004.016027 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2360081/