⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე

მიღების თარიღი 30.05.2014
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №362
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017982
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,143 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2014 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №362 2014 წლის 30 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვებუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (შემდგომში – ცენტრი). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ცენტრის თანდართული დებულება. მუხლი 3🔗 ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის  №752 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უფლებამონაცვლედ. მუხლი 4🔗 აღნიშნული დადგენილების მიღება არ უკავშირდება  ცენტრში ხელმძღვანელის ან თანამშრომელთა ხელახალ დანიშ­ვნას/გადანიშვნას. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის  შესახებ (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვებუნქტის შესაბამისად. 2. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებამოსილება. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 4. ცენტრს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) როგორც საქართველოს, ასევე, საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. 5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქუჩა №7. მუხლი 2🔗. ცენტრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის მიმართულებები 1.     ცენტრის  ძირითადი მიზნები და ფუნქციებია: ა) ზოგადი მიზნები და ფუნქციებია: ა.ა) ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება; ა.ბ) საქართველოს ნატოსა და  ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა; ა.გ) ფართო საზოგადოების უზრუნველყოფა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ხელმისაწვდომი საინფორმაციო მასალით; ბ) კონკრეტული მიზნები და ფუნქციებია: ბ.ა) მოსახლეობის ინფორმირება ნატო-საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის, ნატო-საქართველოს კომისიის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის საქმიანობის შესახებ; ბ.ბ) კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზება ნატოს დაარსების  დღის აღნიშვნის მიზნით; ბ.გ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის  შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება; ბ.დ) ევროკავშირის პოლიტიკის, მიზნების, ინსტიტუტებისა და ევროკავშირის დახმარების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება; ბ.ე) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება; ბ.ვ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება; ბ.ზ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება; ბ.თ) კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზება ევროპის დღის აღნიშვნის მიზნით; ბ.ი) ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა; ბ.კ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებული პროცესების შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ბ.ლ) საქართველოს მოსახლეობის გათვითცნობიერება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ამოცანებსა და პრიორიტეტებში. 2. ზემოაღნიშნული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრი: ა) აწყობს ბრიფინგებს, სიმპოზიუმებს, ლექციებს, გამოფენებს, კონკურსებს, ტრენინგებს, კინო და ვიდეოჩვენებებს, კონფერენციებსა და სემინარებს; ბ) ამზადებს და ავრცელებს საინფორმაციო-ანალიტიკურ ბეჭდურ და/ან ელექტრონულ მასალებს ნატოს, ევროკავშირის, საქართველო-ნატოსა და საქართველო – ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ; გ) უზრუნველყოფს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებებში სტუდენტების, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისა და ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობას; დ) აკადემიური წრეების წარმომადგენლებს აწვდის ინფორმაციას ნატოსა და   ევროკავშირის სამეცნიერო პროგრამების შესახებ; ე) საკუთარი ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით ახორციელებს დეტალური ინფორმაციის გავრცელებას ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე; ვ) თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასთან, ინფორმაციის  მიღებისა  და  რეგულარულად განახლების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ქვეყნებში არსებულ ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან ანალოგიური საქმიანობით; ზ) თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, აქტიურად თანამშრომლობს ევროპარლამენტში და სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრებთან; თ) ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ასევე, წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად შეიმუშავებს და ახორციელებს ერთობლივ პროექტებს; ი) ამზადებს და ავრცელებს ატრიბუტიკას ნატო-საქართველოს და ევროკავშირი - საქართველოს სიმბოლიკით; კ) ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს ნატოს დაარსების დღის, ნატოს კვირეულის, ევროპის დღეებისა და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნის მიზნით; ლ) აცხადებს და ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა კონკურსებს; მ) კონკურსში გამარჯვებულთათვის აწესებს, იძენს და გასცემს წამახალისებელ ფასიან საჩუქრებს და პრიზებს. მუხლი 3🔗. ცენტრის ხელმძღვანელობა 1. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი). 2. დირექტორი მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობისათვის, ასევე, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისათვის. 3. დირექტორი: ა) ახორციელებს ცენტრის მართვასა და წარმომადგენლობას; ბ) განსაზღვრავს ცენტრის საინფორმაციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; გ) მართავს პრესკონფერენციებს აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; დ) წარმოადგენს საკონტაქტო პირს ცენტრსა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებას შორის და კოორდინაციას უწევს მათ თანამშრომლობას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, განკარგავს ცენტრის სახსრებსა და ქონებას; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის აპარატის სტრუქტურასა და ხარჯთა ნუსხას, განსაზღვრავს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; ზ) სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს; თ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ი) სახელმწიფო მინისტრს ყოველწლიურად (კალენდარული წლის ბოლოს) წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) სახელმწიფო მინისტრს ყოველწლიურად წარუდგენს ცენტრის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმას (კალენდარული წლის დასაწყისში); ლ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს ცენტრის ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს; მ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 5. დირექტორის მოადგილე: ა) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით ასრულებს დირექტორის  მოვალეობებს; ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით სრულად ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას, მათ შორის, დირექტორთან შეთანხმებით განკარგავს აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს. 6. ცენტრს თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის შეუძლია დააარსოს ფილიალები. მუხლი 4🔗. ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები. 2. აკრძალულია ცენტრის მიერ მიღებული სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება სხვა მიზნით, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისა. მუხლი 5🔗. ცენტრის საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება 1. ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო მინისტრს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო მინისტრის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. 3. სახელმწიფო მინისტრი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს სახელმწიფო მინისტრი. 5. ცენტრმა, სახელმწიფო მინისტრის თანხმობითა და კანონით გათვალისწინებული წესით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 7🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ცენტრის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.