დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.05.2014
ძალის დაკარგვა 03.11.2014
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | 2 |
| საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ძირითადი აქტივების დასახელება |
| % | ლარი |
| დანახარჯების ლიკვიდაცია | ლიკვიდაციის შედეგად მიღებული |
| დოკუმენტის დასახელება | დანახარჯების ჩამონათვალი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2014 წლის 30 მაისი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1.
ქონება – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ქონება.
2.
ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
3.
დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.
4.
დაწესებულების ხელმძღვანელი - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
5.
საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
1.
დაწესებულებაში (რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან) ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად.
2.
დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
მუხლი 4🔗.
საინვეტარიზაციო კომისია
1.
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2.
კომისია ხელმძღვანელობს „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით.
3.
კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან. მათ შორის: თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრის (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან.
4.
საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი).
5.
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6.
კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით ინვენტარიზაციის ჩატარება დაუშვებელია.
7.
კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის ამ წესის თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (ფორმა №1 ან №2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3) თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე.
მუხლი 5🔗.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერის წესი
1.
კომისია ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი ქონებისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონების ჩამოწერის აუცილებლობაზე დასაბუთებულ დასკვნას ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც თავის მხრივ, წარმოდგენილ დოკუმენტაციას გადაუგზავნის თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარეს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
2.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამ მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
3.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4.
ძირითადი აქტივები ჩამოწერილად ჩაითვლება საინვეტარიზაციო კომისიის დასკვნის შესაბამისად დაწესებულების ხელმძღვანელის ან/და ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 6🔗.
ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა
1.
ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ წესით დამტკიცებული №3 ფორმის საფუძველზე, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით, შესაბამისად №1 ან №2 ფორმით გათვალისწინებული ღირებულებების შესაბამისად.
2.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
3.
ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
4.
ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
5.
ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში.
6.
ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
7.
ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
8.
განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
9.
ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №31 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოსათვლელად ივსება ფორმა №4, რომელსაც ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
მუხლი 9🔗.
მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი
ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (ფორმა № 1 და/ან ფორმა № 2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (ფორმა № 3) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე.
მუხლი 10🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი
1.
თვითმმართველი ერთეულის – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების მომართვის საფუძველზე. მომართვას თან უნდა ერთოდეს კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.
3.
დოკუმენტაციაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4.
საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5.
თვითმმართველი ერთეულის – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.
6.
ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
7.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №31 დადგენილების შესაბამისად.
ფორმა №1
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
20 წლის----------------------------------------------------------- მდგომარეობით
მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება --------------------------------------------------------------------------------------
№
ძირითადი
საშუალების
დასახელება
ექსპლუატაციაში
შესვლის
წელი
ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა
ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი)
ბუღალ ტრული ცვეთა გადაფა სებამდე
ფიზიკუ რი ცვეთა გადაფა სებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამ დე (ლარი) გრ.5-გრ.9)
გადაფასების კოეფიციენ ტი საქართ ველოს პრეზიდენ ტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებუ ლების საფუძველზე
ღირებუ ლება გადაფა სების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი)
საამორტი ზაციო ანარიც ხის ნორმა ძირითა დი ფონდის სრულ აღდგენა ზე
ფაქტობრივი ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალ ტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტობ რივი მდგომა რეობით %
საბოლოო ბუღალ ტრული მდგომა რეობით %
ლარი
ლარი
აშშ დოლა რი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები: 1
2
3
4
5
შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ. 5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.
ფორმა №2
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
20 წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით
მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება ------------------------------------------------------------------------------
№
ძირი თადი საშუა ლების დასახელება
ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი
ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა
ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი)
ბუღალ ტრული ცვეთა გადაფასე ბამდე
ფიზიკუ რი ცვეთა გადაფასე ბამდე
ნარჩენი საბალა ნსო ღირებუ ლება გადაფასე ბამდე (ლარი) გრ.5-გრ.9)
გადაფასე ბის კოეფიცი ენტი საქართვე ლოს პრეზიდე ნტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებუ ლების საფუძვე ლზე
ღირებუ ლება გადაფა სების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი)
საამორტი ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფაქტობრივი ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალ ტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტობრი ვი მდგომა რეობით %
საბოლოო ბუღალტ რული მდგომა რეობით %
ლარი
ლარი
აშშ დოლა რი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები 1
2
3
4
5
შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.
ფორმა №3
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი
20 წლის ----------------------------------
მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება---------------------------------------------------------
№
ძირითადი აქტივების დასახელება
ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი
საწყისი საბალანსო ღირებულება. გადაფასებამ დე
ცვეთა გადაფასება მდე
გადაფასების კოეფიციენტი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ /ლარი/
ცვეთა გადაფასების მერე /ლარი/
ნარჩენი საბალანსო ღირებულება /ლარი/
შენიშვნა
%
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
2
3
4
5
6
კომისიის შემადგენლობა:---------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შექმნილი 20 წლის ---- ------------------ № -------
ბრძანების საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა -------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე:
1. ექსპლუატაციაში შესვლის / გამოშვების/ წელი -------------------------------------
2. საწყისი საბალანსო ღირებულება -------------------------------------------------------
3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი
ა) ---------------------------- ბ) ---------------------------- გ) --------------------------------------
კომისიის დასკვნა ------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1 ----------------------------------------------------------
2 ----------------------------------------------------------
3 ---------------------------------------------------------
4 ----------------------------------------------------------
5 ----------------------------------------------------------
ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი:
ბ.ა.
ფორმა №4
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
დანახარჯების ლიკვიდაცია
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტის დასახელება
დანახარჯების
ჩამონათვალი
თანხა ლარი
დოკუმენტაციის დასახელება
ფასეულობათა სახეები
რაოდენობა
თანხა (ლარი)
1
2
3
4
5
6
7
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა --------------: (..........................................................)
ლიკვიდაციის შედეგი ...........................................................................................................
20 წ. ----- ------------------------------
კომისიის თავმჯდომარე:
თავმჯდომარის მოადგილე:
ბუღალტერი:
კომისიის წევრები:
ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი:
ბ.ა.