,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.026.016264
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2014

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №42

2014 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320040, 13/02/2014) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

,,10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი გაერო-ში:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, სახელმწიფო მართვა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);

ბ) თავდაცვის, უსაფრთხოების ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

გ) სასრუველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;

ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.გ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.დ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.ვ) ვენის 1961 წლის კონვენცია ,,დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”;

ე.ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ე.თ) გაერო-ს წესდება;

ე.ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ე.კ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №833 ბრძანება;

ვ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი გეგეჭკორი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.06.2014.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 04.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №42. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.026.016264.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №42, 04.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016264 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2362587/