ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 03.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №31/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2014
matsne.gov.ge 246 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება № 31/2014 2014 წლის 3 ივნისი ქ. თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ    „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები რაოდენობის შემთხვევაში, პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ შემდეგი გარემოებების გამო, თუ პარტიულ სიაში: ა) რეგისტრირებული კანდიდატი გარდაიცვალა; ბ) რეგისტრირებულ კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას; გ) რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა საარჩევნო კომისიას; დ) რეგისტრირებული კანდიდატი, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, კანონით დადგენილი წესით, გაიწვია მისმა წარმდგენმა საარჩევნო სუბიექტმა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს მის მიღებამდე წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და საჭიროებისამებრ მოხდეს საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების განკარგულებების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან ერთი დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე