„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-6 მუხლის:
ა) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„25. სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.“;
ბ) 26-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 28 მარტი.
№4532–Iს