ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.06.2014
ძალის დაკარგვა 09.09.2015
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანი | ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 ივნისის №7 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.09.2015
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2014 წლის 4 ივნისი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის
დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 43-ე მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარეჯონი ხეცურიანი
დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗
1.
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზანია, უზრუნველყოს მაღალკვალიფიკაციური კადრების მომზადებისთვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისთვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისთვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 2🔗
1. წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში;
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს განცხადებას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმზღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 3🔗
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
ე) უნდა იცოდეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
მუხლი 4🔗
1. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე)
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
2. განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან.
3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) პირს.
4. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იგი ასევე განსაზღვრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელსაც.
5. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
6. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვერება დღის 11სთ-დან 15 სთ-მდე.
მუხლი 5🔗
სტაჟიორს უფლება აქვს:
1. გაეცნოს სტაჟირებისთვის საჭირო დოკუმენტაციას, ისარგებლოს სამეცნიერო ან ანალიტიკური ინფორმაციით.
2. მონაწილეობა მიიღოს გამგეობის შეაბამისი სამსახურის მუშაობაში.
მუხლი 6🔗
სტაჟიორი ვალდებულია:
1. გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილებას. დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები.
2. დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა.
3. გაეცნოს შესაბამისი სტუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედახედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტაციის მომზადების და შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა-გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის.
4. უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.
თავი III
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვალდებულება სტაჟიორის მიმართ
მუხლი 7🔗
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტაჟიორს უქმნის სათანადო სამუშაო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
თავი IV
სტაჟირების სხვა პირობები
მუხლი 8🔗
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება).
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.
თავი V
სტაჟირების დასრულება
მუხლი 9🔗
1. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.
3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი ცნობა.