უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ დებულების თაობაზე
მიღების თარიღი 25.06.1998
ძალის დაკარგვა 10.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №387
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/06/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 10.06.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანებულება (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „„უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 ივნისის №387 ბრძანებულება"
დოკუმენტის ტექსტი
უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ დებულების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; layout-grid-mode:line;}
h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.5pt;}
h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;}
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;}
p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.2in; font-size:11.0pt; }
p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.data, li.data, div.data { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;}
p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;}
p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.kanoni, li.kanoni, div.kanoni { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;}
p.kitxva, li.kitxva, div.kitxva { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.Style1, li.Style1, div.Style1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; }
p.StylecxrilixmlSylfaen, li.StylecxrilixmlSylfaen, div.StylecxrilixmlSylfaen { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.StylecxrilixmlSylfaenChar { }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:9.0pt; }
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №387
1998 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ დებულების თაობაზე
საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის, 73-ე მუხლის პირველი პუნქტის "მ" ქვეპუნქტის და "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის მარეგულირებელი სამართლებრივი მექანიზმის შექმნის მიზნით:
1. დამტკიცდეს უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ თანდართული დებულება.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე) ერთ თვეში დაამტკიცოს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელი კომისია და შეიმუშაოს მისი სამუშაო წესი.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 1998 წლის 1 სექტემბრიდან.
ე. შევარდნაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ
I. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლს, 73-ე მუხლის პირველი პუნქტის "მ" ქვეპუნქტს, "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
2. საქართველოს პრეზიდენტი თავშესაფარს აძლევს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე იმ უცხოელებს (შემდგომში – უცხოელები), რომლებიც თავიანთ ქვეყანაში იდევნებიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, მეცნიერული და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისათვის.
3. დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს თავშესაფრის მაძიებელი პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსის ან იმ ქმედობისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება.
4. არ შეიძლება თავშესაფრის მიცემა იმ უცხოელებისათვის, რომელთა შეხედულებები და საქმიანობაც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ამოცანებსა და პრინციპებს და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
5. ეს დებულება განსაზღვრავს უცხოელთათვის თავშესაფრის მიღების შესახებ განცხადებების განხილვისა და მათთვის თავშესაფრის მიცემის, შეწყვეტის ან მოხსნის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
6. თავშესაფრის მიღების საკითხებზე დაინტერესებულ პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციას, საჭირო პროცედურების შესრულებასა და საქართველოს პრეზიდენტისათვის სათანადო მასალების მომზადებას უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო (შემდგომში –სამინისტრო).
II. თავშესაფრის მიღების შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი
1. განცხადებას თავშესაფრის მიღების შესახებ უცხოელი წერს საქართველოს პრეზიდენტის სახელზე.
2. უცხოელი საქართველოში ყოფნის შემთხვევაში განცხადებას პირადად წარადგენს სამინისტროში, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში პირს წერილობითი განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეაქვს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.
3. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ვალდებული არიან თავშესაფრის მიღების შესახებ შემოსული განცხადებები და შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტები ერთ თვეში წინასწარი განხილვისათვის გადაუგზავნონ სამინისტროს.
4. თავშესაფრის მიღების საკითხებზე განცხადება მიღებულად ითვლება სამინისტროში რეგისტრაციის დღიდან.
5. თავშესაფრის მიცემის შესახებ სათანადო გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან ოთხ თვეში.
6. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელმა თავის შესახებ წარადგინა არასწორი ინფორმაცია ან ყალბი დოკუმეტები, სამინისტრო ამზადებს დასკვნას პირისათვის თავშესაფრის მიცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე.
7. თავშესაფრის მიღების შესახებ უარი უცხოელმა გადაწყვეტილების შეტყობინებიდან თხუთმეტ დღეში შეიძლება გაასაჩივროს საერთო სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. განცხადებები და საჭირო დოკუმენტები მიიღება ქართულ ენაზე ან ქართულ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი დამოწმებით.
9. სამინისტრო ვალდებულია თავშესაფრის მიცემის საკითხთა წინასწარი განხილვისას განმცხადებელ პირს განუმარტოს ამ დებულების მოთხოვნები, გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი და სხვ.
10. თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კონფიდენციალურია.
11. თავშესაფრის მაძიებელი პირი თავისუფლდება ნებისმიერ ინსტანციაში განცხადების განხილვასთან დაკავშირებული გადასახდებისაგან და სარგებლობს უფასო მთარგმნელობითი მომსახურებით.
III. თავშესაფრის მაძიებელ პირთა საკითხების განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები
1. უცხოელს თავშესაფრის მისაღებად სამინისტროში შეაქვს დადგენილი ფორმის განცხადება.
2. განმცხადებელი პირი ვალდებულია მოთხოვნისთანავე წარადგინოს მის ხელთ არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად თავშესაფრის მთხოვნელი უცხოელი დამატებით წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს: სამეცნიერო ხარისხის, სამხედრო წოდების, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის, საავტორო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, დიპლომს, პოლიტიკური პარტიის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელ საბუთს და სხვ.
4. საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში თავშესაფრის მიცემის საკითხთა წინასწარი განხილვისას სამინისტრო ვალდებულია კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღოს ცნობა პირის ნასამართლობის შესახებ და გაარკვიოს, ისჯება თუ არა პირის მიერ ჩადენილი დანაშაული საქართველოს კანონმდებლობით.
5. სამინისტროს უფლება აქვს თავშესაფრის მიცემის შესახებ საკითხთა განხილვისას საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს სხვა დოკუმენტები.
IV. თავშესაფრის მიცემის საკითხზე განცხადების წინასწარი განხილვა
1. თავშესაფრის მიცემის საკითხზე განცხადებას წინასწარ განხილავს და მასალებს ამზადებს სამინისტროს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა სამმართველო (შემდგომში – სამმართველო).
2. განცხადების წინასწარი განხილვისას სამმართველოს უფლება აქვს პირადად მოიწვიოს თავშესაფრის მაძიებელი პირი და მიიღოს მისგან საკითხების განსახილველად საჭირო საბუთები, გაესაუბროს, სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია და საბუთები განსახილველი განცხადების ირგვლივ.
3. თავშესაფრის მიცემის საკითხთა წინასწარი განხილვის დროს მხედველობაში მიიღება როგორც დაინტერესებული პირის პირადი საბუთები, მისი პიროვნება, განცხადების მოტივები, ისე სათანადო წესით გასაუბრების შედეგად მიღებული დამატებითი ინფორმაცია.
4. მოპოვებული მასალების საფუძველზე სამმართველო ადგენს მოტივირებულ დასკვნას განცხადების დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის მიზანშეწონილობის შესახებ.
5. დასკვნას თანდართულ მასალებთან ერთად განიხილავს სამინისტროში შექმნილი კომისია და ამტკიცებს დადგენილებით.
6. სამინისტროს კომისიის სხდომაზე თავშესაფრის მთხოვნილი პირის დასწრების საკითხს წყვეტს კომისია.
7. თავშესაფრის მაძიებელი პირის განცხადება, თანდართული მასალები და სამინისტროს დასკვნა ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
8. თავშესაფრის მიცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი სამინისტროდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით.
9. თავშესაფრის მიღების საკითხის გადაწყვეტამდე უცხოელი, რომელიც სათანადო წესის თანახმად რეგისტრირებულია სამინისტროში, მისი სურვილის გარეშე არ იქნება დაბრუნებული მოქალაქეობის ან მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში, რომელიც მან იძულებით დატოვა ზოგად დებულებებში აღნიშნულ გარემოებათა გამო.
V. თავშესაფრის მიცემის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულება
1. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე თავშესაფრის მთხოვნელთა რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თავშესაფრის მიცემის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეგზავნება სამინისტროს.
3. თავშესაფრის მიცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თავშესაფრის სტატუსის მინიჭების შესახებ სამ დღეში აცნობებს განმცხადებელ პირს და აძლევს მას სათანადო ნიმუშის მოწმობას.
4. პირის საქართვველოში ყოფნის შემთხვევაში სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პირადად ატყობინებს განმცხადებელს, ხოლო პირის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნისას გადაწყვეტილება ეგზავნება იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, საიდანაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დოკუმენტები.
5. თავშესაფრის მაძიებელი პირის განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შემდგომი რეაგირებისათვის სამ დღეში ეგზავნება შესაბამის სამსახურს, ხოლო თავშესაფრის მაძიებელ პირს იმავე ვადაში გაეცემა წერილობითი პასუხი უარის თქმის მოტივის მითითებით.
6. სამინისტრო საანგარიშო წლის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ანგარიშს თავშესაფრის მიცემის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
7. თავშესაფრის მიცემის საკითხთა განხილვასთან დაკავშირებული მასალები ინახება სამინისტროს არქივში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
8. უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის, მისი შეწყვეტის ან მოხსნის საკითხთა განხილვასთან დაკავშირებული აღმასრულებელი ხელისუფლების ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესის მიხედვით.
VI. თავშესაფრის მქონე პირის უფლებები და მოვალეობები
1. თავშესაფრის მქონე პირს უფლება აქვს:
ა) თავისი ოჯახის წევრებთან ერთად იცხოვროს საქართველოში და საკუთარი სურვილის გარეშე არ იქნეს დაბრუნებული თავისი მოქალაქეობის ან მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში;
ბ) ნებაყოფილობით დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, სადაც მუდმივად ცხოვრობდა ან გაემგზავროს სხვა ქვეყანაში;
გ) ისარგებლოს "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარანტიებით.
2. თავშესაფრის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა.
VII. თავშესაფრის მქონე პირისათვის დაიცვას სათვის სტატუსის შეწყვეტა და მოხსნა
1. თავშესაფრის მქონე პირს სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან:
ა) მიიღო საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) ნებაყოფილობით ისარგებლა იმ სახელმწიფოს მფარველობით რომლის ტერიტორიაც იძულებით დატოვა;
გ) მუდმივ საცხოვრებლად გაემგზარა საზღვარგარეთ;
დ) აღარ არსებობს ის გარემოებები, რომელთა გამოც პირმა ითხოვა თავშესაფარი.
2. თავშესაფრის მქონე პირს სტატუსი ეხსნება, თუ მან თავის შესახებ განზრახ წარადგინა არასწორი ინფორმაცია ან ყალბი დოკუმენტები.
3. სამინისტროს წარდგინების საფუძველზე თავშესაფრის მქონე პირისათვის სტატუსის შეწყვეტის ან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. სტატუსის შეწყვეტის ან მოხსნის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების გასატარებლად სამინისტრო სამ დღეში რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის სამსახურებს, ხოლო უცხოელს იმავე ვადაში წერილობით ატყობინებს სტატუსის მოხსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.