„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№423
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №423

2014 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N266 ბრძანებით (სსმ III, 25.03.2005წ., N34, მუხ.344) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აფუძნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.“.

2. მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობას, აგრეთვე ამტკიცებს მის ატრიბუტიკასა და სიმბოლიკას (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე