„ქ. ყვარელში, მარჯანიშვილის ქ. №24-ში მდებარე შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ფართის იჯარის ფორმით გაცემის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 ივნისის №1-1/937 ბრძანებით დადგენილი საკონკურსო პირობის შეცვლის შესახებ
მიღების თარიღი 22.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №912
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017167
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/06/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.05.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ქ. ყვარელში, მარჯანიშვილის ქ. №24-ში მდებარე შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ფართის იჯარის ფორმით გაცემის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 ივნისის №1-1/937 ბრძანებით დადგენილი საკონკურსო პირობის შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №912
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
„ქ. ყვარელში, მარჯანიშვილის ქ. №24-ში მდებარე შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ფართის იჯარის ფორმით გაცემის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 ივნისის №1-1/937 ბრძანებით დადგენილი საკონკურსო პირობის შეცვლის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიცვალოს „ქ. ყვარელში, მარჯანიშვილის ქ. №24-ში მდებარე შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ფართის იჯარის ფორმით გაცემის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 ივნისის №1-1/937 ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი საკონკურსო პირობა და ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს სიმბოლურად, 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი