სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№931
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017172
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგ უ ლება №931

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-18მუხლის მე-3პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ №1-ში მითითებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ამავე დანართში მითითებულ პირებს.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18მუხლის მე-3პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ №2-ში მითითებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ამავე დანართში მითითებულ პირებს.

3. ამ განკარგულების დანართი №1-ით გათვალისწინებული შესაბამისი ქონების საპრივატიზებო პირობ ებ ად განისაზღვროს:

ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი)თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების დანართი №1-ით გათვალისწინებულ ქონებაზე ამავე დანართით განსაზღვრულ პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციისთანავე , 2008 წლის 26 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით (საქმე:№12-2008) ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ ამ განკარგულების დანართი №1-ით გათვალისწინებული ქონების იპოთეკით დატვირთვა.

4. ამ განკარგულების დანართი №2-ით გათვალისწინებული შესაბამისი ქონების საპრივატიზებო პირობ ებ ად განისაზღვროს:

ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი)თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების დანართი №2-ით გათვალისწინებულ ქონებაზე ამავე განკარგულების დანართით განსაზღვრულ პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციისთანავე, 2008 წლის 26 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით (საქმე:№12-2008) ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ ამ განკარგულების დანართი №2-ით გათვალისწინებული ქონების იპოთეკით დატვირთვა.

5. ამ განკარგულების მე-2 და მე-4 პუნქტები ამ განკარგულების დანართ №2-ში მითითებული პირების მიმართ ამოქმედდეს სსიპ -აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრიდან მათი ამორიცხვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის წარდგენისთანავე.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები .

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი

 

დანართი №1

      

სუბიექტი

მისამართი

ფართობი

საკადასტრო კოდი

ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „დიღომი 2007“

ქ. თბილისი, დიღმის მასივი, III კვარტალი (ნაკვ.43/7)

1862.00 კვ.მ

01.13.03.043.007

ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ევორდ კაპიტალი - ყაზბეგი“

ქ. თბილისი, ყაზბეგის ქ. №9

373/616 ნაწილი შუშაბანდი 10 კვ.მ, კორიდორი, სამზარეულო და ტუალეტი ფართით - 43.68 კვ.მ და სარდაფი - 20,4 კვ.მ

01.15.02.006.004

ნიკოლოზ ვარძელაშვილი

ქ. თბილისი, მცხეთის ქ. №19-21ა

I სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი №2, ფართობით: 148.79 კვ.მ

01.14.11.031.027.01.501

 

 

დანართი №2

 

სუბიექტი

მისამართი

ფართობი

საკადასტრო კოდი

თინათინ ცინცაძე

 

 

 

 

 

 

ქ. თბილისი, სოფ. ტაბახმელა

1200.00 კვ.მ

81.02.08.368

ქ. თბილისი, ი. ნიკოლაძის ქ., ჩიხი 1, №4

I სართულზე მდებარე ფართობი: 43.69 კვ.მ

01.15.03.005.003.01.518

ქ. თბილისი, ი. ნიკოლაძის ქ., ჩიხი 1, №4

II-III სართულზე მდებარე ფართობი: 146.59 კვ.მ

01.15.03.005.003.01.506

ქ. თბილისი, ი. ნიკოლაძის ქ., ჩიხი 1, №4

III სართულზე მდებარე ფართობი: 118.25 კვ.მ

01.15.03.005.003.01.507

ქ. თბილისი, ი. ნიკოლაძის ქ., ჩიხი 1, №4

111.73 კვ.მ

01.15.03.005.003.01.516

ქ. თბილისი, ი. ნიკოლაძის ქ., ჩიხი 1, №4

ავტოსადგომი №91, ფართობით: 30.00 კვ.მ

01.15.03.005.003.01.519

ქ. თბილისი, ი. ნიკოლაძის ქ., ჩიხი 1, №4

ავტოსადგომი №9, ფართობით: 30.00 კვ.მ

01.15.03.005.003.01.517

შპს „ევორდ ბილდ“

ქ. თბილისი, ი. ნიკოლაძის ქ., ჩიხი 1, №5-6

943.00 კვ.მ

01.15.03.005.018

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 27.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №931. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017172.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №931, 27.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017172 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2365314/