საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№920
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №920

2014 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) 2014 წლის 1 ივნისიდან  2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებულ ი შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს შორის 2012 წლის 26 მარტს გაფორმებული „ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნის შესახებ“(GDP ISAF 2) მემორანდუმის შესაბამისად (რომლის მიზანია საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა მომზადება ISAF-ის მისიისათვის), განახორციელოს  ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;

ბ) 2014 წლის 1 ივლისიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველსაყოფად, სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

2.  ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვები დაფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებულ ი შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს შორის 2012 წლის 26 მარტს გაფორმებული „ქართველი სამხედრო მოსამსახურეეების წვრთნის შესახებ“(GDP ISAF 2) მემორანდუმის შესაბამისად, ამერიკული მხარის მიერ.

 პრემიერ-მინისტრი                             ი. ღარიბაშვილი