საქართველოს მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 27.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №936
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/06/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი
პირის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №936
2014 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრის თაობაზე
1. ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტი „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ხათუნა გოგალაძეს.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი