დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №955
2014 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
1. „საქართველოს 2014წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,მიეცეს თანხმობა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, რომ აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1984 განკარგულება.
პრემიერ‑მინისტრი ი . ღარიბაშვილი
დანართი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობა | რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო ერთი ერთეულისათვის |
| 1 | სახელმწიფო მინისტრი | 1 | 3540 |
| 2 | სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე | 1 | 2950 |
| 3 | სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 2 | 2720 |
| 4 | დეპარტამენტის უფროსი | 3 | 1900 |
| 5 | ფინანსური მენეჯერი | 1 | 1500 |
| 6 | სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 4 | 1400 |
| 7 | სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 2 | 1180 |
| 8 | მთავარი სპეციალისტი | 4 | 1180 |
| 9 | სპეციალისტი | 2 | 900 |
|
| სულ | 20 |
|