აუდიტორის უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხზე კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი პრეტენზიების განმხილველი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.06.2014
ძალაში შესვლა 09.06.2014
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №28961
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/06/2014
დოკუმენტის ტექსტი
აუდიტორის უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხზე კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი პრეტენზიების განმხილველი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt .5in 40.5pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №28961
2014 წლის 5 ივნისი
აუდიტორის უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხზე კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი პრეტენზიების განმხილველი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 372 მუხლის მე-16 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1
. აუდიტორის უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხზე კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი
პრეტენზიების განხილვის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - შემოსავლების სამსახურში (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირაკლი გვარამაძე - შემოსავლების სამსახურის უფროსი, საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ბაქარ დევდარიანი - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
გ) ლევან წითელაშვილი - შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
დ) შალვა კოპალეიშვილი - შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე;
ე) თამარ გიორგაძე - შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის სხდომის მდივანი
.
2. დამტკიცდეს „
აუდიტორის უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხზე კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი
პრეტენზიების განმხილველი კომისიის დებულება“ (დანართი N1).
3. შემოსავლების სამსახურის
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა უზრუნველყოს ამ ბრძანების შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 9 ივნისიდან.
შემოსავლების სამსახურის უფროსი
ი. გვარამაძე
დანართი N1
აუდიტორის უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხზე კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი
პრეტენზიების განმხილველი კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. კომისიის ფუნქციები
1.
აუდიტორის უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხზე კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი
პრეტენზიების განმხილველი კომისია (შემდგომში - კომისია) უზრუნველყოფს
აუდიტორის უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხზე მიღებული წინასწარი შედეგების თაობაზე კანდიდატთა პრეტენზიების (შემდგომში - პრეტენზიები) განხილვას.
2. პრეტენზიები წარმოდგენილი უნდა იქნეს
აუდიტორის უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხზე მიღებული წინასწარი შედეგების კანდიდატისათვის გაცნობიდან
2 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ წარმოდგენილი პრეტენზიები არ განიხილება.
3. გადაწყვეტილების გაცნობად ითვლება შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატისათვის ელექტრონული ფოსტის/მობილური კომუნიკაციის საშუალებებით წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
4. პრეტენზიები წარმოდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, შესაბამისი დასაბუთების მითითებით
.
მუხლი 2🔗. კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისია უფლებამოსილია პრეტენზია განიხილოს ამ პირის მონაწილეობით ან მონაწილეობის გარეშე.
4. კომისიის სხდომაზე პირის მოწვევის შემთხვევაში, კომისიის სხდომის დროისა და ადგილის შესახებ პირს ეცნობება ელექტრონული ფოსტის/მობილური კომუნიკაციის საშუალებით.
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები (მათ შორის, კომისიის მდივანი).
მუხლი 3🔗. კომისიის გადაწყვეტილება
1. კომისია იღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიის დაკმაყოფილების (დადებითი შეფასების მინიჭების) ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის (აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხის განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების) შესახებ.
2. აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხის განმხილველი კომისიის სხდომაზე პირის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, ფიზიკური პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და კატეგორიის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული
პრეტენზიის
დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომისია უზრუნველყოფს პირთან გასაუბრებას და იღებს შესაბამისი გადაწყვეტილებას (რეკომენდაცია აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და შემოსავლების სამსახურში მასზე პრეტენზია არ წარედგინება.
მუხლი 4🔗. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი პრეტენზიების აღრიცხვასა და სათანადო რეაგირებაზე;
გ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.
2. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტი.