აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხის განმხილველი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.06.2014
ძალაში შესვლა 09.06.2014
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №28962
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016282
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/06/2014
matsne.gov.ge 1,176 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.06.2014 მიღება
09.06.2014 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხის განმხილველი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 1.0in 1.0in 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შემოსავლების სამსახურის ბრძანება №28962 2014 წლის 5 ივნისი აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხის განმხილველი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 37​2 მუხლის მე-10 და მე-16 პუნქტების, „ საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 მაისის №165 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. დამტკიცდეს აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხის განმხილველი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ირაკლი შარტავა - შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარე; ბ) რომან ბუღაძე - შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) ლაშა ცხვედიანი - შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; დ) შოთა ვალიშვილი - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ე) დინარა ჩუბინიძე - შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ვ) ნინო ყველაშვილი - შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსის მოადგილე; ზ) ლავრენტი თუთბერიძე - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს უფროსი; თ) მანუჩარ ბაბუხადია - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მედიაციის სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი. 2. დამტკიცდეს „აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხის განმხილველი კომისიის დებულება“ (დანართი №1). 3. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა არაუგვიანეს 2014 წლის 6 ივნისისა უზრუნველყოს ელექტრონული ფოსტის/მობილური კომუნიკაციის საშუალებებით, იმ ფიზიკურ პირთა კომისიის სხდომაზე მოწვევა (გასაუბრების ჩატარების დროისა და ადგილის მითითებით), რომელთაც შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებულ აუდიტორთა შესარჩევ ტესტირებაში მიიღეს დადებითი შეფასება. 4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინონ „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული №24​1 დანართით გათვალისწინებული ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შევსებული განცხადება. 5. შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა უზრუნველყოს ამ ბრძანების შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსება. 6. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-3 პუნქტისა ამოქმედდეს 2014 წლის 9 ივნისიდან. 7. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. შემოსავლების სამსახურის უფროსი                     ი. გვარამაძე დანართი №1 აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხის განმხილველი კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხის განმხილველი კომისია (შემდგომში - კომისია) უზრუნველყოფს აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხის განხილვას და წინადადებების მომზადებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) უფროსისათვის.     მუხლი 2🔗. კომისიის ფუნქციები კომისია უზრუნველყოფს: ა) გასაუბრებას, იმ ფიზიკურ პირებთან, რომელთაც შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებულ აუდიტორთა შესარჩევ ტესტირებაში მიიღეს დადებითი შეფასება და აუდიტორის უფლებამოსილებისა და II კატეგორიის მინიჭების მიზნით, შემოსავლების სამსახურში წარმოადგინეს შესაბამისი განცხადება; ბ) გასაუბრების პროცედურის დასრულებისა და აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხზე პრეტენზიების განმხილველი კომისიის მიერ პრეტენზიების განხილვის შემდგომ, წინადადებების წარდგენას შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის; გ) იმ იურიდიული პირების განცხადებების განხილვას, რომელთაც სურთ I კატეგორიის მინიჭება და წინადადებების წარდგენას შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის. 2. პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხის განხილვისას, კომისიის მიერ შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს: ა) პირის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, კვალიფიკაციის დონე და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ბ) საგადასახადო ორგანოს რეკომენდაცია, რომელიც გამომდინარეობს იმ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან, რომლებსაც პირი უწევდა აუდიტორულ/საკონსულტაციო მომსახურებას.     მუხლი 3🔗. კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოადგილე. 2. კომისიის სხდომაზე შესაბამის პირთა მოწვევა ხორციელდება ელექტრონული ფოსტის/მობილური კომუნიკაციის საშუალებებით, სხდომის თარიღამდე 2 კალენდარული დღით ადრე, კომისიის სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის მითითებით . 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა, ხოლო მისის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილის ხმა. 4. კომისია ფიზიკური პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და კატეგორიის მინიჭების საკითხს განიხილავს ამ პირის მონაწილეობით. კომისიის სხდომაზე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურის უფროსს წარუდგინოს წინადადება, ფიზიკური პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და კატეგორიის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 5. კომისიის მიერ იურიდიული პირისათვის I კატეგორიის მინიჭების საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნეს გასაუბრების გარეშე. 6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები (მათ შორის კომისიის მდივანი).     მუხლი 4🔗. კომისიის გადაწყვეტილება 1. შემოსავლების სამსახურის უფროსს წარედგინება კომისიის წინადადებები (წინასწარი შედეგები) პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ. 2. კომისიის მიერ მიღებული წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია პირს მიეწოდება ელექტრონული ფოსტის/მობილური კომუნიკაციის საშუალებებით. იგი უფლებამოსილია აღნიშნულ წინასწარი შედეგებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარმოადგინოს პრეტენზია. 3. პრეტენზიების განხილვის დასრულების შემდგომ კომისიის და ალტერნატიული აუდიტისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხზე პრეტენზიების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, გამოიცემა შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამისი პირებისათვის აუდიტორის უფლებამოსილების და კატეგორიის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.     მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. კომისიის მდივანი: ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას; ბ) უზრუნველყოფს კომისიის მიერ მიღებული წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი პირისათვის; გ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის. 2. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.