განჩინება შპს „გიორგი“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/17866-13
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2014 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი ხათუნა ჯამასპიშვილი
განმცხადებელი: მოვალე – შპს ,,გიორგი’’
საიდენტიფიკაციო კოდი - 201946225
ლევან ბუზალაძე (დირექტორი)
წარმომადგენელი – ცირა მაისურაძე
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – თამაზ კიკიანი
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 05 დეკემბერს განცხადებით მომართა შპს ,,გიორგის’’წარმომადგენელმა ცირა მაისურაძემ და ითხოვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 09 დეკემბრის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში,შპს ,,გიორგის’’ მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო .
2014 წლის 22 იანვარს ჩატარდა კრედიტორთა კრება, შემოწმებული იქნა შპს ,,გიორგის“ მიმართ კრედიტორთა მოთხოვნები და შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი, გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.
2014 წლის 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკოტრების მმართველმა –აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წარმოადგინა შპს ,,გიორგის“საბოლოო ანგარიში და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ,,გიორგის’’ რეგისტრაციის გაუქმება .
2014 წლის 28 მაისს მოწვეული იქნა კრედიტორთა კრება, გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენილის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს „გიორგის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში და მოითხოვა ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება წარმოდგენილი თანის მიხედვით.
შპს „გიორგის” ქონებაზე პირველი აუქციონი დაიწყო 2014 წლის 26 მარტს და დასრულდა 2014 წლის 03 აპრილს. აუქციონზე ქონება გატანილი იყო ერთიანი კომპლექსის სახით, ერთ ლოტად და მისი საწყისი ღირებულება აუქციონზე განისაზღვრა საბაზრო ღირებულების 50%-ის, რაც შეადგენს 2994,5 ლარს. ვინაიდან ქონების შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა. აღნიშნული აუქციონი დასრულდა უშედეგოდ.
პირველი აუქციონის დასრულებიდან 7 დღის ვადაში კრედიტორებმა არ განსაზღვრეს აუქციონზე ქონების რეალიზაციის ფორმა და საწყისი ფასი, მეორე აუქციონზე შპს „გიორგის” კუთვნილი ქონება გამოტანილი იქნა ერთიანი კომპლექსის სახით, ერთ ლოტად და მისი საწყისი ღირებულება განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ით, რაც შეადგენდა 1497,25 ლარს. მეორე აუქციონზე ქონება გაიყიდა 3234,25 ლარად (დღგ-ი ს ჩათვლით.) შემძენმა ქონების ღირებულება დაფარა სრულად კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მას გაკოტრების მმართველის მიერ გადაეცა შესაბამისი განკარგულება და შეძენილი ქონება.
შპს „გიორგის” ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ შეადგინა 3234,25 ლარი, საიდანაც დღგ-ი ს თანხა იყო 493,33 ლარი და უპირობოდ ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას.
აუქციონიდან დარჩენილი თანხა 2740,92 ლარი კი განაწილდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კნონის მე-40 მუხლისა და სასამართლოს მიერ შედგენილი კრედიტორთა რეესტრის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „გიორგის” კუთვნილი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 2740,92 ლარი სრულად მიექცა პირველი რიგის კრედიტორის –სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს” საკუთრებაში.
ვინაიდან აღნიშნულმა თანხამ სრულად ვერ დაფარა პირველი რიგის კრედიტორის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს” (როგორც მეურვისა და გაკოტრების მმართველის) მოთხოვნა,რომელიც ჯამში შეადგენს 10 000 ლარს, პირველი რიგის კრედიტორის - სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს” დაუკმაყოფილებელ მოთხოვნად დარჩა 7259,08 ლარი. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კნონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა კმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. შესაბამისად, ვინაიდან თანხა სრულად ვერ ფარავს წინა რიგის კრედიტორის მოთხოვნებს, შემდგომი რიგის კრედიტორთა მოთხოვნების თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილება შეუძლებელია. აღნიშნულის შესაბამისად, დაუკმაყოფილებელი რჩება მე-4 რიგის კრედიტორის საქართველოს შემოსავლების სამსახურის უზრუნველყოფილი მოთხოვნაც – 25125,07 ლარი.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს ა დაკრედიტორს, მიაჩნია , რომ შპს ,,გიორგის’’ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5,მე-7-9, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დასრულდეს შპს ,,გიორგის’’ გაკოტრების საქმის წარმოება(მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბის რ-ნი, დიღმის მასივი, 1-ლი კვ. ,კორპუსი 2ბ. საიდენტიფიკაციო კოდი 201946225) .
2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს ,,გიორგის’’ (საიდენტიფიკაციო კოდი 201946225) რეგისტრაციის გაუქმება, (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დაინტერესებული პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლეთამარ ჭუნიაშვილი