დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და დევნილის შემწეობის დანიშვნის პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 06.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №370
სარეგისტრაციო კოდი 010170000.10.003.017989
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2014
matsne.gov.ge 158 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და დევნილის შემწეობის დანიშვნის პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №370 2014 წლის 6 ივნისი ქ. თბილისი დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და დევნილის შემწეობის დანიშვნის პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ მუხლი 1🔗 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და დევნილის შემწეობის დანიშვნის პროცესის ობიექტურად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, მის მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“ და „სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია/საპენსიო პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი) მიმღებთა ბაზასთან“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგი­ლებულ პირთა – დევნილთა მონაცემებთან სრული წვდომისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი