სს „იმედის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „იმედის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საზოგადოების მორიგ საერთო კრებას 2014 წლის 9 ივლისს, 15 საათზე. მისამართი: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას გამზირი 31/33 (ყოფილი სს „სოფლტექნიკის“ ადმინისტრაციის შენობა).
დღის წესრიგი:
1. სააქციო საზოგადოება „იმედის“ წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
(მომხს. სს „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბ.კვირიკეიშვილი).
2. სს „იმედის“ აქციონერების; ვიტალი ხეცურიანის, ანდრო სუპატაშვილის, მანანა სუპატაშვილის და ეკატერინე კიკატუნიძის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ წესდების 2.10 პუნქტის საფუძველზე
(მომხს. სს „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნ. ლიკლიკაძე).
3. სს „იმედის“ სამეურნეო საფინანსო შედეგების შესახებ.
(მომხს. სს „იმედის“ დირექტორი გ. აბდალაძე).
4.სს „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები.
(მომხს. სს „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნ. ლიკლიკაძე).
კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2014 წლის 9 ივნისი.
კრებაზე დამსწრე აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 9 ივლისს 14 საათიდან 14 საათისა 50 წუთის ჩათვლით. კრებაზე დაწრების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ აქციონერს ან მის წარმომადგენელს.
სს „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭო